ჩერნობილი

პირველი ლაშქრობა ჩერნობილში

სალამი ყველას. ჩემი სახელია Alex GeoStalk. ვარ 32 წლის სისტემური ადმინისტრატორი თბილისიდან. მინდა გიამბოთ, თუ როგორ ავისრულე ბავშვობის ოცნება და ვიმოგზაურე ჩერნობილის აკრძალულ ზონაში და გავხდი პირველი ქართველი სტალკერი. ვეცდები ჩემი ისტორია და შთაბეჭდილებები რაც შეიძლება საინტერესოდ და ვრცლად გადმოგცეთ.


შესავალი


 ამ ლაშქრობისთივს დაახლოებით ნახევარი წელი ვემზადებოდი, როგორც მორალურად ასევე პრაქტიულად. ხოლო თავდაპირველად მანდ წამოსვლაზე მიბიძგა რამდენიმე დოკუმენტალურმა ფილმა კიდევ სკოლის პერიოდში. ( ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი როდესაც ამ ადგილზე შევიტყვე, რამდენიმე დოკუმენტური ფილმით, რაც დრო გადიოდა უფრო მემატებოდა ინტერესი ამ მიტოვებული ქალაქის მიმართ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ იუთუბზე ვუყურებდი სტალკერების ვიდეო რგოლებს, თუ როგორ მოგზაურობენ ისინი ჩერნობილში. შემდეგ გადავედი მათი ბლოგების კითხვაზე და ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე. რა თქმა უნდა ბოლომდე ყველა საიდუმლოს არავინ მოგიყვება, თუმცა ზოგადი წარმოდგენა მაინც მქონდა, თუ რა მელოდებოდა წინ. ერთხელაც ერთერთ სოციალურ ქსელში დავუმეგობრდი რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ატარებდნენ არაოფიციალურ ექსკურსიებს.

ერთ კვირიანი არალეგალური ექსკურსია ჯდებოდა დაახლოებით 150$ კაცზე და ამას ემატებოდა გზის და საჭმელის ხარჯები. ოფიციალური

ექსკურსია არ იყო იმდენად საინტერესო, ვინაიდან იქ ვერ განიცდიდი იმ მძაფრ შეგრძნებებს და არც ყველა ობიექტის სათანადოდ მონახულების საშუალებაა, რადგან ყველგან დაგყვება გიდი, გადაადგილდებით ავტომობილით და არ იყო ეგ საჩემო გასართობი. ამას ემატებოდა ექსკურსიის ფასი; 1 დღე 150$ უცხოელებზე და 2 დღიანი დაახლოებით 300$ ჯდებოდა. უკრაინაში 2 კვირიანი ვიზიტი სულ დამიჯდა 400$, საიდანაც ნახევარზე მეტი თვითმფრინავის ბილეთი დამიჯდა. ნუ მოკლედ ბევრი ძებნის შემდეგ გავიცანი რამდენიმე დიგერი, ვისთანაც ერთად საქართველოში რამდენიმე საერთო მეგობარი მყავდა და მათთან ჩავედი სტუმრად. ერთი კვირა ერთად გავატარეთ კიევში, შემდეგ გავემგზავრეთ ჩერნობილში. ყველა რისკი წინასწარ მქონდა გათვალისწინებული, ვიცი რაზეც მივდიოდი და რატომ. იმ მომენტში ეს იყო ჩემთვის ყველაზე მთავარი ლაშქრობა ჩემს ცხოვრებაში. ამას ემატებოდა ის მომენტი, რომ ჩემამდე მანდ არაოფიციალურ ლაშქრობაში არავინ ყოფილა და პირველობა საკმაოდ მარტივად მივითვისე. რათქმაუნდა არ ვგულისხმობ ჟურნალისტებს და სხვა ლეგალური გზით მისულ დამთვალიერებლებს. თან შენივე თვალებით დანახულს არაფერი ჯობია. დაჭერის შემთხვევაში მელოდებოდა 30 ლარიანი ჯარიმა და კიევში დაბრუნება პოლიციის მანქანით. ზოგი სპეციალურად ბარდება, რათა უკან ფეხით არ იარონ. ჩემს შემთხვევაში იქაურ უშიშროების წარმომადგენლებთან გასაუბრება მომიწევდა. მაგრამ ყელაზე ცუდი ამ სიტუაციაში არის ის, რომ გართმევენ მეხსიერების ბარათებს და გეკარგება სურათები და ვიდეო. ამისგან თავის ასარიდებლად გავსებულ მეხსიერების ბარათებს საკმაოდ კარგად ვმალავდი და მქონდა ერთი მატყუარა ჩიპი, სადაც მეწერა ჩერნობილის სურათები, რომლებიც ინტერნეტიდან გადმოვწერე. ვერც გაიფიქრებდნენ იმას, რომ 300 გიგაბაიტი მასალა მაქვს გადაღებული.


დღე 0. მომზადება და აბარგება 


ჩემი Action Camera. 113$ ისთვის არც თუ ისე ცუდად იღებს

ჩემი Action Camera. 113$ ისთვის არც თუ ისე ცუდად იღებს

75 ლიტრიანი ზურგჩანთა

75 ლიტრიანი ზურგჩანთა

ჩერნობილში წასვლა ჩემთვის პირველ რიგში იყო უზარმაზარი ლაშქრობა და თავგადასავალი. მსგავს ლაშქრობებში არასდროს ვყოფილვარ, ამიტომ ყველაფერი კარგად უნდა მომემზადებინა. საქართველოში არც თუ ისე ხშირად დავდივარ სალაშქროდ, ამიტომაც გარკვეული ინვენტარის ყიდვა მომიწია როგორც თბილისში ასევე კიევში. პირველი რაც ვიყიდე, იყო სალაშქრო ზურგჩანთა 75 ლიტრიანი, ვინაიდან ჩემი იყო სამხედრო და ძალიან მძიმე. ვიყიდე დამატებითი ერთი თავზე დასამაგრებელი ფანარი. მოვიმარაგე 2 Power Bank-ი, თითო 12000 მილიამპერ/საათში. საძილე ტომარა რაც შეიძლება პატარა და მსუბუქი, მინდოდა რაც შეიძლება იაფიანი ყოფილიყო, მანდვე რომ დამეტოვებინა.

წამოვიღე დასაკეცი დანა – ჩანგალი-კოვზი, თერმო ჭიქა, ფანრები, ელემენტები, Action Camera თავის აქსესუარებით, ფოტოაპარატი ორი ობიექტივით, უამრავი მეხსიერების ბარათები ხელთათმანები, გასაბერი ბალიში, სამხედრო ჩექმა და ფორმა, პორტატული დინამიკი, მინდოდა წამომეღო რაცია, რომელიც დამავიწყდა და საქართველოს დროშა.

ჩერნობილში წასვლამდე ერთი დღით ადრე, კიევში, წავედი რადიაციის საზომის საყიდლად. 120 ლარის ფარგლებში ვიყიდე მშვენიერი რადიომეტრი «Припять» РКС-20.03, რომელიც წარმატებით დავამტვრიე ბოლო დღეს. გმირულად დაეცა 150 მეტრიანი “დუგა”-ს ანძიდან. გაუტყდა ეკრანი და დაუზიანდა პროცესორი. ჩერნობილიდან დაბრუნების თანავე ვიყიდე კიდევ ერთი ცალი, ისიც დამტვრეული და ორიდან ერთი ავაწყე. თავის ფასში იგი იყო საუკეთესო, გამყიდველს გაუხარდა რომ საქართველოდან ვიყავი, ფასი დამიკლო და პატარა სუფრაც გაშალა. ბევრი ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს ომზე და უკრაინაში არსებულ ვითარებებზე. ასევე იმ დღეს ვიყიდე ე.წ. პარალონი (დასაფენი), ისიც ერთჯერადი გამოყენებისთვის და

რადიომეტრი «Припять» РКС-20.03

რადიომეტრი «Припять» РКС-20.03

სკოჩი (ლაშქრობებში ხშირად გამომიყენებია სხვადასხვა მიზნებისთვის), მწერების საწინააღმდეგო სპრეი, სველი ცხვირსახოცი და სხვა პირადი ჰიგიენის საშუალებები. ვინაიდან ჩერნობილი არის უზარმაზარი ტერიტორია, სადაც მობილური პრაქტიკულად არსად იჭერს, მოვამზადე სამოგზაურო აფთიაქი. ბრილიანტის მწვანე, იოდი, სპირტი, ბამბა, ბინტი, მოწამლის და ფაღარათის საწინააღმდეგო, კუჭის წვის, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი აბები. ეს არის მინიმალური ნაკრები რაც ზოგადად უნდა წაიღო  ჩერნობილში, რადგან, ქალაქი ცარიელია და მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე ხარ დამოკიდებული. იქ არავინ მოვა იქ შენს დასახმარებლად და 112-შიც ვერ დარეკავ. პირადად მე მეშინოდა იმის, რომ ხშირად მაქვს თირკმელში კენჭის გავლა და არის საშინელი ტკივილი, რომლის გაყუჩება საკმაოდ ძნელია და ამის გამო გაჩერება ან უკან დაბრუნება არ მინდოდა. ვიყიდე ლეიკო პლასტირები, თუმცა ვინანე, რომ არ ვიყიდე მეტი, 20 ცალი 2 დღეში მოსპე და დავრჩი “გაღიმებული”. საჭმლის მოსამზადებლად წამოვიღეთ გაზქურა, რამდენიმე რკინის ჯამი და სამხედრო „კატელოკი“. საცხოვრებელში ფანრების ელემენტის დაზოგვის მიზნით ვიყიდეთ სანთლები, ეგ უფრო ეფექტურია ვიდრე ფანარი და შესანიშავ ატმოსფეროს ქმნის. თავის დასაცავად ბიჭებმა ავიღეთ ელექტროშოკები და სამხედრო დანები, რომლებიც ვითხოვეთ ერთერთ სტალკერისგან. გასათვალისწიებელია ის, რომ ჩერნობილის ზონაში დადის უამრავი გარეული ცხოველი. ეს შეიძლება იყოს, დათვი, მგელი, ტურა, ტახი და სხვა. ასევე ჩერნობილში დადის უამრავი ადამიანი, ვისაც შეუძლია საფრთხე შეგიქმნას. მე არ ვგულისხმობ სხვა სტალკერებს, პოლიციელებს, მესაზღვრეებს, დაცვას და სხვა მანდ მომუშავე პერსონალს. დადიან ე.წ. მეტალისტები, რომლებიც იპარავენ ჩერნობილში რკინას და მერე აბარებენ მას ჯართში. ასევე არიან არალეგალური ხის მჭრელები. მათთან შეხვედრა უკიდურესად სახიფათოა, ვინაიდან ზედმეტი მოწმე იქ არავის უნდა და, როგორც მითხრეს იყო ფატალური შედეგებიც.

 


დღე 1. საკვების შესყიდვა და ჩერნობილის საზღვრის კვეთა 


             მოკლედ დადგა დღე X, კერძოდ იყო 2017 წლის 7 ივლისი, პარასკევი. ჩვენი 9 კაციანი ჯგუფით შევიკრიბეთ სუპერმარკეტთან და დავიწყეთ საკვები პროდუქტების და სხვა აუცილებელი ნივთების ყიდვა. თავდაპირველად ჩვენ მივდიოდით ოთხნი, მაგრამ ნელ ნელა ჯგუფი გაიზარდა, როგორც ხოლმე ხდება, ვიღაცამ ვიღაცა წაიყვანა და …… ნუ მოკლედ. ვიყიდეთ ე.წ. ღორის ტუშონკა, წიწიბურა, ბრინჯი, მაკარონი, ე.წ. სგუშონკა, პური, უკრაინული ლორი, ჩაი, ყავა, შაქარი, სანელებლები, მარილი, წიწაკა, ხახვი, თევზის კონსერვი, სნიკერსები, კამფეტი და კიდევ ვისაც რა გაუსწორდებოდა. მოვიმარაგეთ ბლომად ალკოჰოლი  და წყალი. პროდუქტი ყველას ზურგჩანთაში თანაბრად გადავანაწილეთ. წყალი მიგვქონდა ორ-ორი 1,5 ლ ბოთლი, ქალაქ პრიპიატამდე სამყოფი მარაგი, იქ უკვე წყალსაქაჩიდან ვავსებდით. . ლუდის წაღებას არ აქვს აზრი, გთენთავს და დიდ ადგილს იკავებს რაც არ არის კარგი მსგავსი ლაშქრობის დროს. ამასობაში დადგა საღამო, ავიბარგეთ და დავიძარით ავტოსადგურ „პოლესიე“-სკენ. იქ გავიყავით 2 ჯგუფად, პირველი პირდაპირ „სტალკერ“ ტაქსით წავიდა ჩერნობილის საზღვარზე.

ავტოსადგური "პოლესია"

ავტოსადგური “პოლესია”

ჩვენ გვიწევდა ჯერ „მარშუტკით“ ხოლო შემდეგ სოფელ ივანკოვოდან „სტალკერ“ ტაქსით ჩერნობილში შესვლა. ბოლო სამარშრუტო ტაქსი გადიოდა საღამოს 8 საათზე და ძლივს მივასწარით. ისე უკრაინაში რასაც სამარშრუტო ტაქსს ეძახიან  რეალურად არის ჩვენი პატარა ბოგნანის ავტობუსი. ფორდ ტრანზიტები და სპრინტერები მანდ არ დადიან ქალაქში. ავტოსადგურზე ტრიალებდა ვიღაც ფორმიანი მამაკაცი, რომელიც იყო ნაციონალური გვარდიის წარმომადგენელი და ტურისტულად ჩაცმულ ახალგაზრდებზე ინფორმაციას გადასცემს უკვე , ჩერნობილისკენ. ჩვენ შეგნებულად არ ჩაგვიცვამს სამხედრო ტანსაცმელი, ვითომ ჩვეულებრივი ახალგაზრდები ვართ 😀 დაიძრა „მარშუტკა“ სოფელ ივანკოვომდე, გზაში მე მომიწია ჯდომა, უფრო გამძლე მოლაშქრეები ფეხზე იდგნენ. გზაში ვსვამდით ლუდს და ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე, გარდა ჩერნობილის, რათა ავტობუსში მყოფ მოქალაქეებს არ გადაეცათ ჩვენზე ინფორმაცია. მოგზაურობისას ვიყურებოდი ფანჯარაში. ბედნიერების და შიშნარევი გრძნობა მქონდა და ალბათ სიამაყეც, რადგან საქართველოდან პირველი სტალკერი ვიყავი, ვინც ჩერნობილში არალეგალურად, ექსკურსიის გარეშე წავიდა. მოკლედ ჩამოვედით ივანკოვოში, დაველოდეთ „სტალკერ“ ტაქსს, ძალიან მოხერხებული საშუალება ჩერნობილის ზონაში მოსახვედრად, ვინაიდან სოფლიდან ჩერნობილამდე ბევრი სასიარულოა და თან ყველა ცდილობს ჩაგიშვას პოლიციასთან. ტაქსმა წაგვიყვანა სოფლის ბოლოში და ტყის პირას მიტოვებულ სახლთან დაგვტოვა.

მძღოლი აღმოჩნდა ძალიან საინტერესო მოსაუბრე და ბევრი საინტერესო რჩევა მოგვცა თუ სად როგორ მოვიქცეთ და რომ ჩვენს მერე კიდევ ორი ჯგუფი უნდა მოიყვანოს, ერთი ევროპიდან და მეორე ავსტრალიიდან. გზაში დავტოვე პატარა ჩანაწერი ჟურნალი, ზოგადად ჩერნობილში ყველგან  არის ადგილები სადაც დევს ჟურნალი და ყველა სტალკერი ტოვებს ჩანაწერს. მანქანიდან გადმოსვლისას დაიწყო უკვე სულ სხვა გარემო. უნდა გადავადგილებულიყავით რაც შეიძლება მალე და ჩუმად. გზის პირას ვნახეთ მიტოვებული და ნახევრად დანგრეული სახლი. შიგნით ჩავიცვით სალაშქრო და სამხედრო ტანსაცმელი, ცოტა დავლიეთ და გავზომეთ რადიაცია, იგი ნორმის ფარგლებში იყო. შეცდომა, რომელიც ჩვენ დავუშვით მოგზაურობს დაწყების დროს იყო ის, რომ ჩვენ მოვდიოდით ორი ჯგუფით 5 და 4 კაცი. ისე მოხდა, რომ ორივე რაცია ჰქონდა ერთ ჯგუფს და მობილური არ იჭერდა. ჩვენ არ შევათანხმეთ შეკრების ადგილი და მოგვიწია მეორე ჯგუფის ლოდინი, თუმცა საათნახევრის შემდეგ გადავწყვიტეთ გაგვეგრძელებინა ჩვენი ლაშქრობა, ვინაიდან ადრე თუ გვიან ერთმანეთს ვიპოვიდით, თან საკვებიც და წყალიც ჩვენ საკმარისი გვქონდა. სახლიდან გავუყევით ბილიკს, რომლის გარშემო იყო ტყე და პერიოდულად გვხვდებოდა საცხოვრებელი სახლები, რომლებთან მიახლოების დროს მაქსიმალურად ჩუმად ვმოძრაობდით. იყო სავსე მთვარე და გზა შესანიშნავად იყო განათებული. მთელი გზის მანძილზე ჩვენ არ გამოგვიყენებია ფანრები. ტყეში რამდენიმე ადგილას გზა აგვებნა, თუმცა GPS-ის საშუალებით მალევე დავუბრუნდით მარშრუტს. ცოტა ხანში ტყე მინდვრით შეიცვალა და ულამაზესი პეიზაჟი გაიშალა .იყო სუფთა და ვარსკვლავებით სავსე ცა. წინ იშლებოდა მოყვითალო და უსასრულო მინდორი, რომელზეც მიედინებოდა ბურუსი. სამწუხაროდ მაშინ ფოტოაპარატი შორს მედო და დამეზარა მისი ამოღება, უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი ამ სილამაზეს. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩერნობილში ესეთი ულამაზესი ადგილებიც არის.

მდინარე "უჟ"

მდინარე “უჟ”

წინ გველოდებოდა მდინარე „უჟ“, რომელიც ფეხით უნდა გადავსულიყავით. მივედით მდინარესთან, გავიხადეთ შარვალი და ფეხსაცმელი და ჩავედით წყალში. საკმაოდ თბილი მდინარე აღმოჩნდა, სუფთა და წყალი მუხლების დონის ოდნავ ზემოდ იყო. იქვე გადავწყვიტეთ შეგვესვენა და გვევახშმა. ამ მომენტში ტყიდან გამოჩნდა რამდენიმე ფანარი, თავიდან პოლიცია გვეგონა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ ეს იყო ჩვენი მეორე ჯგუფი. სულ ცოტა ხანში უკვე ერთად ვისხედით და არაყს ვსვამდით. ისე გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა, როგორც არასოდეს. შესვენების და სუფრის მერე ავდექით და გავაგრძელეთ ჩვენი სვლა. რამდენიმე კილომეტრი ვიარეთ იმ მშვენიერ მინდორში, გადავედით კიდევ ერთ მდინარეზე, ოღონდ ხიდის მეშვეობით. ცოტა ხანში მთვარის შუქზე გამოჩნდა მიტოვებული სახლების სილუეტი, ეს იყო სოფელი „ზამოშნია“. თავის დროზე ეს სოფელი იყო საკმაოდ დიდი და განვითარებული, მაგრამ დღესდღეობით მისგან რამდენიმე შენობა იყო დარჩენილი. პატარა ბოდიალის შემდეგ ჩვენ ვიპოვეთ საკმაოდ კარგად შენახული ხის სახლი და შევედით შიგნით, ნაგვისგან მოვასუფთავეთ და დავიწყეთ სუფრის გაშლა.

პირველი ღამე ჩერნობილის მიტოვებუ სოფელში

პირველი ღამე ჩერნობილის მიტოვებუ სოფელში

ფანჯრები ფიცრებით დავფარეთ, რათა შუქი გარეთ არ გასულიყო. ავანთეთ სანთლები, პორტატულ დინამიკზე ჩავრთე მუსიკა „სტალკერ“-ის თამაშიან. გოგოებმა მალევე გააკეთეს საჭმელი და დადგა მართლაც სტალკერული ატმოსფერო, რომელიც მე იქამდე მხოლოდ სხვა სტალკერების ვიდეოებში მქონდა ნანახი. საჭმელად იყო პიურე უკრაინული ლორით, მოხარშული ბრინჯი ტუშონკით და კიდე სხვა უამრავი გემრიელობები. მაგრამ მსგავს სიტუაციაში ნებისმიერი საჭმელი გაათმაგებულად გემრიელი მეჩვენებოდა. გავხსენით არაყი და კარგად დავლიეთ კიდევაც. ჯგუფს ვასწავლე ბევრი და საინტერესო სადღეგრძელო. ამასობაში დაგვათენდა…..დაგვათენდა…..

სოფელ "ზამოშნია"-ს ტაძარი

სოფელ “ზამოშნია”-ს ტაძარი

იყო დაახლოებით დილის 5 საათი, ყველას მაგრად გვეძინებოდა, მაგრამ უმეტესობამ გადავწყვიტეთ გავსულიყავით და დაგვეთვალიერებნა იქაურობა. პირველი, რაც არის უცნაური, არის იდეალური სიჩუმე და სუფთა ჰაერი. ჩვენ დავათვალიერეთ სასაფლაო, რომელიც აშკარად კარგად მოვლილი იყო, რამდენიმე სახლი, რომლებშიც სხვა სტალკერები ჩერდებოდნენ და სოფლის მთავარი ღირსშესანიშნაობა, კაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი. ის 1898 წელს აშენდა და საბჭოთა კავშირის დროს დაიწვა. დღემდე მხოლოდ კედლები არის შემორჩენილი. ბოლო ხანებში ყოფილმა მაცხოვრებლებმა აღადგინეს სალოცავის და სახურავის ნაწილი. მზის სხივებში ტაძრის ფასადი ძალიან საუცხოოდ გამოიყურება და მის სახურავიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება გარშემო მდებარე მინდორზე.

რამდენიმე საათიანი სეირნობის და ფოტო-ვიდეო მასალის გადაღების შემდეგ დავბრუნდით იმ მიტოვებულ სახლში სადაც დავტოვეთ ჩვენი ნივთები და დავიწყეთ ძილისათვის მზადებას. დავალაგეთ ოთახი, იატაკზე დავფინეთ პარალონები და გავშალეთ საძილე ტომარები. ცოტა უჩვეულო გრძნობა იყო მიტოვებულ სახლში ძილი, მაგრად ისე მალე ჩამეზინა, რომ ვერც კი ვიგრძენი.


დღე 2. გზა პრიპიატში


ოდესღაც აქ ავტომაგისტრალი გადიოდა

ოდესღაც აქ ავტომაგისტრალი გადიოდა

გამეღვიძა საღამოს ხუთ საათზე, ოთახში უკვე აბარგების პროცესი იყო. მეც ავდექი, მოვწესრიგდი და დავიწყე ჩემი ნივთების ჩალაგება. ცოტა ხანში მოვიდა ვახშმის დრო. შევჭამეთ მოხარშული წიწიბურა და ტუშონკა. დავლიეთ ყავა. კოღოების ნაკბენები საშინლად მაწუხებდა. ვერც ერთმა კოღოების საწინააღმდეგო საშუალება ვერ უმკლავდებოდა მშიერ ჩერნობილურ კოღოებს. ცოტა ხანში უკვე მზად ვიყავით გზის გასაგრძელებლად.

მიტოვებული საქონლის მეურნეობა

მიტოვებული საქონლის მეურნეობა

გავუყევით გზას და ცოტა ხანში სოფელ გლინკაში ვიყავით. იგი უფრო დანგრეული აღმოჩნდა ვიდრე ზამოშნია, თუმცა აქაც სასაფლაო კარგად იყო შემონახული. ტყიანი ბილიკი, რომლითაც ჩვენ მივდიოდით ოდესღაც იყო საავტომობილო გზა, რომლის პირას ავტობუსის გაჩერება იდგა. სოფელ გლინკას შემდეგ იყო მინდორი, რომელშიც იდგა ძველი სასაქონლო მეურნეობა. ამასობაში მზე ჩადიოდა და ცა არაჩვეულებრივ ფერებში იყო მორთული. ჩვენ შევისვენეთ, ვჭამეთ და მეურნეობას სურათები გადავუღეთ.

მოგვიწია დაბნელების ლოდინი, ვინაიდან წინ გველოდებოდა ერთერთი მოქმედი საავტომობილო გზა და ნებისმიერ დროს იქ შეიძლებოდა მანქანა გამოჩენილიყო. რადიაციული ფონი კვლავაც ნორმის ფარგლებში იყო. მივყვებოდით ასფალტიან გზას და პერმანენტულად ვიყურებოდით ორივე მიმართულებით, რათა მანქანა დროულად აღმოგვეჩინა. მანქანის დანახვის შემთხვევაში გზის პირას უნდა გადავმხტარიყავით ვინაიდან არავის უნდოდა უკან დაბრუნება ისე, რომ მკვდარი ქალაქი არ ენახა. დროთა განმავლობაში ძალიან ვინანე, რომ მთელი გზა სამხედრო ფეხსაცმელში ვიარე. ზოგადად სამხედრო ბათინკი შესანიშნავია უგზოობაზე, ტყეში და მინდორში, მაგრამ ასფალტზე, თან დიდ მანძილზე წამების ტოლფასია.

მაზოლები საკმაოდ აქტუალური პრობლემაა მსგავს ლაშქრობებში

მაზოლები საკმაოდ აქტუალური პრობლემაა მსგავს ლაშქრობებში

ტკივილგამაყუჩებელი დავლიე და ცოტა ხნით მეშველა, თუმცა მაინც მიჭირდა გადაადგილება. გზას ისევ მთვარის შუქი გვინათებდა, რადიაციის დონეც მატულობდა. გზაზე ის უკვე ას მიკრორენტგენამდე ადიოდა, ხოლო გზის პირას სამასს აღწევდა. სოფლიდან პრიპიატამდე გზა დაახლოებით 35 კილომეტრი იყო, რომელიც დილის 7 საათამდე უნდა გაგვევლო აუცილებლად, რათა პოლიციასთან და დაცვასთან არ შევხვედრილიყავით. გზის პირას უკვე ჩანდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და იდგა ლიანდაგის სუნი, ვინაიდან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში იყო რკინიგზის სადგური „იანოვი“, რომელიც მოქმედი იყო. ტყიდან პერიოდულად ძაღლების ყეფის ხმა ისმოდა და ტახის ღრუტუნი. ჩვენ გამოვედით მთავარ ავტომაგისტრალზე, იქ უნდა გვევლო მაქსიმალურად სწრაფად და ჩუმად.

იყო შემთხვევები, როცა გზის პირას, ბუჩქებში იდგა პოლიციის მანქანა და როცა ვინმე უახლოვდებოდა, ეგრევე ეკიდებოდა და აკავებდა. ამის არიდების მიზნით გადავწყვიტეთ ტყით წავსულიყავით, მაგრამ როგორც კი გადავედით გზიდან, დოზიმეტრმა 2000 მიკრორენტგენი აჩვენა და გადავწყვიტეთ გზაზე დავბრუნებულიყავით. სადღაც 1 საათში ჩვენ გადავუხვიეთ გზიდან და ტყეში პატარა ბილიკზე აღმოვჩნდით. ეს იყო ქალაქ პრიპიატის ერთერთი წრიული გზა, რომლისგანაც უკვე არაფერი იყო დარჩენილი. რამდენიმე ასეულ მეტრში მავთულხლართი შეგვხვდა, რომლშიც ვიპოვეთ უზარმაზარი ხვრელი და შევაღწიეთ ათ კილომეტრიან აკრძალულ ზონაში, ჩერნობილის გულში. გზაზე ასევე შეგვხვდა მოქმედი ქვესადგური და საკონტროლო-გამშვები პუნქტი, რომლებსაც გვედრი ავუარეთ.

პირველი სურათი, რომლელიცც გადავიღე პრიპიატში

პირველი სურათი, რომლელიცც გადავიღე პრიპიატში

სულ ცოტახანში გათენდა და მზემ დაიწყო ამოსვლა, იყო დილის 6 საათი და ტყიდან ნელ-ნელა გამოჩნდა კვდარი ქალაქის საცხოვრებელი კოპრუსები. გზად გავიარეთ ქარხანა იუპიტერი, მისი ცეხები და ადმინისტრაციული შენობის ჩონჩხი დიდებულად აღიმართებოდა მის გარშემო მყოფ ხეებზე. ცოტა ხნით შევჩერდი, უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი იმას, თუ როგორ იბრუნებს ბუნება თავის ტერიტორიებს. ვიდექი და ვსუნთქავდი კრისტალურად სუფთა ჰაერს და ვერ ვიჯერებდი, რომ მე ეს ვქენი და მივედი პრიპიატში. ათასობით სურათზე და ვიდეოზე დანახული იყო ჩემს თვალწინ. ალბათ ამ მომენტში ჩემზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე არ იყო. თუმცა ფეხების ტკივილმა მაინც მიშხამებდა ემოციებს. გავაგრძელე ჩემი გზა და გარშემო არც ერთი შენობა და დავტოვე ემი ყურადღების გარეშე. პირველი შეხედულებით ქალაქი ჰგავდა თბილისის ერთერთ გარეუბანს, ალბათ უფრო ვარკეთილს 90-იან წლებში. შენობების ფასადი იყო კარგად შენახული და შუშების უმეტესობაც მთელი აღმოჩნდა.

ლესია უკრაინკა-ს ქუჩა

ლესია უკრაინკა-ს ქუჩა

რაღაც მომენტში ვცდილობდი წარმომედგინა ეს ქალაქი ავარიამდე და რომ რომელიმე აივანზე ეხლა დგას ვინმე და მიყურებს. ქალაქი აღმოჩნდა უფრო დიდი და კოხტა ვიდრე მეგონა. რაღაც მომენტში სევდაც კი დამეუფლა, რადგან ვიცოდი თუ რა უბედურება მოხდა აქ 31 წლის წინ. რამდენიმე წუთში უკვე მივედით იმ საცხოვრებელ კორპუსამდე, სადაც ჩვენ უახლოესი რამდენიმე დღე უნდა გვეცხოვრა. საინტერესო სიურპრიზი დაგვხვდა ჩვენ, როცა წინასწარ არჩეული ბინის კარები შევაღეთ. საძინებელ ოთახში ეძინათ 11 სტალკერს ბელორუსიიდან. ერთერთმა გაიღვიძა, მოგვესალმა და შემოგვთავაზა ერთ ბინაში გავჩერებულიყავით, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით, ვინაიდან 9 კაცი ვიყავით რაც ერთი ბინისათვის ძალიან ბევრი იყო.

პრიპიატის ხედები საცხოვრებელი სახლის სახურავიდან

პრიპიატის ხედები საცხოვრებელი სახლის სახურავიდან

სტალკერმა წაგვიყვანა გვერდზე მდებარე კორპუსში, შეგვარჩევინა ბინა ერთერთ მაღალ სართულზე და დაგვტოვა. რეალურად ჩვენს განკარგულებაში იყო ორი სამ ოთახიანი ბინა, რომლებიც გვერდიგვერდ იყვნენ განთავსებული და საერთო აივანი ჰქონდათ. პირველი რაც გავაკეთეთ, ეს იყო კარების დაბლოკვა, ვინაიდან ბევრი ხალხი დადიოდა ქალაქში და რა იცი ვინ შემოგვივარდდებოდა. ბინა იყო სუფთა და ჩვენთვის საკმარისი დასაძინებელი ადგილებიც ახლდა. ერთერთი ფანჯრიდან კარგად ჩანდა ატომური ელექტრო სადგური და მეორე ფანჯრიდან კიდე ქალაქის ცენტრალური უბანი და 16 სართულიანი კორპუსები.

პრიპიატის ტიპიური ბინა

პრიპიატის ტიპიური ბინა

გავიხადე ფეხსაცმელი, ამდენი მაზოლი ფეხზე არასდროს მინახია. გავიმშრალე ტერფი, წავისვი ბრილიანტის მწვანე და რამდენიმე ლეიკოპლასტირი მივაკარი. ჩანთიდან ამოვიღეთ საჭმელი, სასმელი წყალი და ყველაფერი, რაც ბინაში დაგვჭირდებოდა. საპირფარეშოდ და სანაგვედ ავირჩიეთ ერთერთი გაუბედურებული ერთ ოთახიანი ბინა, რომელიც მდებარეობდა ორი სართულით ქვემოდ. ჩანთიდან ამოვიღე პატარა ზურგჩანთა, სადაც ჩავალაგე ტექნიკა და სხვა ძვირადღირებული ნივთები. ქალაქში სასიარულოდ მეტ მობილურობას გაძლევს და რამე რომ მოხდეს, ძვირიან ნივთებს არ დაკარგავ მაინც. მოვიდა საუზმის დრო, მალევე ვჭამეთ, და მზის ამოსვლას კორპუსის სახურავზე შევხვდით. სახურავზე დავლიეთ, აღვნიშნეთ პრიპიატში მისვლა და დავიწყეთ სურათების გადაღება. ქალაქი გარდაქცეული იყო ტყედ და შენობების მხოლოდ ზედა სართულები ჩანდა. იდგა იდეალური სიჩუმე, რომელსაც მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩერნობილში მოწევა უფრო მავნეა ვიდრე სხვაგან და იმის რომ 3 წელია, რაც სიგარეტს აღარ ვეწევოდი, მომინდა ამ ხედებით დატკბის დროს მომეწია სიგარეტი, რაც გავაკეთე კიდევაც.

საძინებელი

საძინებელი

სახურავზე რადიაციის დონე დაახლოებით 80 მიკრორენტგენი იყო. როგორც იქნა მობილურმაც დაიჭირა სიგნალი და შევედი ინტერნეტში. უამრავი შეტყობინება მომივიდა, ვეცადე ყველასათვის მეპასუხა რომ კარგად ვარ და ცოცხალი ვარ. შემდეგ ფეისბუკის გვერდზე ავტვირთე სურათები და აღვწერე პირველი შთაბეჭდილებები. ცოტა ნახში ქალაქს პირველი ტურისტები ეწვიეს და ჩვენ ჩავედით ბინაში რათა არ გამოვჩენილიყავით. ბინაში ცოტა ხანი ვიჯექით ვსაუბრობდით, ვუზიარებდით ერთმანეთს ემოციებს და შთაბეჭდილებებს. დაღლილობამ და ალკოჰოლმა მომთენთეს და დავწექი დივანზე გაშლილ საძილე ტომარაში და დავიძინე.

პიველი ემოციები

პიველი ემოციები


    დღე 3. პრიპატის გაცნობა


გამეღვიძა საღამოს 5 საათზე, ბავშვივით მეძინა, ძალიან დაღლილი ვიყავი. გამაღვიძა ლაპარაკმა. ჩვენთან სტუმრად იყვნენ ბელორუსები, რომლებიც ბინის პოვნის დროს გავიცანით. ავდექი, მოვწესრიგდი, ვჭამე და დავიწყე ქალაქში გასასვლელად გამზადება. ყველა ძვირადღირებული ნივთი და ფოტო-ვიდეო ტექნიკა გადმოვდე პატარა ჩანთაში და დანარჩენი ყველაფერი დავტოვე ბინაში. ვინაიდან არ გვევლო დიდი კომპანიით და ვყოფილიყავით ნაკლებად თვალსაჩინოები, გადავწყვიტეთ ორ ჯგუფად გვევლო სხვადასხვა ობიექტებზე, ხოლო მეორე დღეს დაგვეთვალიერებინა მეორე ჯგუფის მიერ დათვალიერებული ადგილები. სახლიდან გამოსვლისას მაქსიმალურად დავბლოკეთ ბინის კარები და ჩავედით ეზოში. ახლოვდებოდა საღამო და უნდა გვემოქმედა რაც შეიძლება სწრაფად.

სტალკერები ბელორუსიდან

სტალკერები ბელორუსიდან

პირველი ობიექტი, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა დაათვალიერა იყო კინოთეატრი “პრომეთეი”. როგორც ჩვენი ჯგუფის წევრი მომიყვა, იქ ხშირად დადიოდნენ პროექტორით და ღამით კინოსაც უყურებდნენ. ობიექტი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა და დიდად არ დამაინტერესა.

კინოთეატრი "პრომეთეი"

კინოთეატრი “პრომეთეი”

მეორე ობიექტი იყო ქ. პრიპიატის №126 საავადმყოფო. ეს გახლავთ ერთერთი ყველაზე საშინელი ადგილი მთელ ქალაქში. შენობის ისტორია იწყება იმით, რომ 26 აპრილს მომხდარი ავარიის შედეგად, ზუსტად აქ მოიყვანეს პირველი დაზარალებული მეხანძრეები და ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები, ვინც ყოველგვარი რადიაციული დაცვის გამო მოახერხეს ხანძრის ჩაქრობა. სამწუხაროდ ყველა მათგანი გარდაიცვალა უახლოეს დღეებში და კვირებში. შენობას ეტყობა რომ მისი მიტოვების დროს აქ იყო სრული ქაოსი, ყველგან ყრია დოკუმენტაცია და სამედიცინო ინვენტარი, წამლები და ავეჯი.

#126 საავადმყოფოს ერთერთი კაბინეტი

#126 საავადმყოფოს ერთერთი კაბინეტი

ბევრგან კარგად არის შენახული სანტექნიკა და გაყვანილობა. ყრია უამრავი ლეიბი და ტანსაცმელი. არის საკმაოდ მაღალი რადიაციული ფონი. შესასვლელშივე დევს ერთერთი მეხანძრის ფორმის ნაწილი, რომლის რადიაციული ფონი 1 რენტგენს (1 მილიონი მიკრორენტგენი) საათში აღწევს. ცნობისათვის ადამიანისთვის მისაღები ნორმა არის 30 მიკრორენტგენი საათში. მე ვიარე პირბადით და ხელთათმანებით, რომლები მანდ დავტოვე და ფეხებზე ცელოფანი მქონდა შემოხვეული. რაიმე ნივთის შეხებისგან და დაჯდომისაგან თავს ვიკავებდი. რაც შეეხება სარდაფს, მანდ არის ყველაზე საშიში ადგილი პრიპიატში, მანდ ყრია მეხანძრეების და სხვა დაზარალებულების ტანსაცმელი და ფორმა. ფორმაზე არის რეაქტორიდან ამოგდებული რადიაციული ელემენტების ნაგლეჯები. სარდაფში უმეტესი ჩასასვლელები არის ხელოვნურად მიწით ამოვსებული ან ჩანგრეული, არის მხოლოდ ერთი შესასვლელი. მის გვერდით ყრია უამრავი დამცავი კომბინიზონები, რომლებიც იქ დატოვეს ადამიანებმა, ვინც იქაურობა დაათვალიერა, კომბინიზონის ფონი იყო დაახლოებით 200 მიკრორენტგენი . რაიმე დამცავი კოსტუმის გარეშე მანდ ჩასვლა ნიშნავს ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება და ყველა ნაირად მოგიწოდებთ, თუ დააპირებთ საავადმყოფოს დათვალიერებას, მოერიდეთ სარდაფში ჩასვლას. იქ შეიძლება დაფრინავდეს მტვერი, რომელიც შეიცავს ალფა ნაწილაკებს, რომლებიც კლავენ ორგანიზმს შიგნიდან.

სამშობიარო განყოფილება

სამშობიარო განყოფილება

აბორტების ჟურნალი

აბორტების ჟურნალი

რადიაციული ფონი სარდაფში, განსაკუთრებით იმ ოთახებში, სადაც ყრია მეხანძრეების ფორმა რამდენიმე რენტგენ საათში შეადგენს. შეგახსენებთ, რომ სარდაფში ჩვენ არ ჩავსულვართ, მასზე ინფორმაცია მოვიძიეთ ფორუმზე. შენობის დათვალიერების დროს დაგვაღამდა და გადავწყვიტეთ მდინარესთან ჩავსულიყავით. გზაზე შეგვხვდა კაფე „პრიპიატი“, მაგრამ სიბნელეში მისი დათვალიერება არ გვინდოდა, მერე კი დაგვავიწყდა, მაგრამ არაუშავს.

სანაპირო

სანაპირო

მდინარის სანაპიროზე პატარა ბეტონის მოედანი იყო და სადღაც 500 მიკრო რენტგენამდე ფონავდა. გადავიღეთ რამდენიმე სურათი და წამოვედით ცენტრალური მოედნის მიმართულებით. გადაადგილების დროს ვცდილობდით გვევლო რაც შეიძლება ძნელი, მაგრამ „დაცვისგან უსაფრთხო“ გზებით. ცოტა ხანში აღმოვჩნდით პრიპიატის ცენტრალურ მოედანზე, რომელიც უფრო ტყის პირას ჰგავს ვიდრე მოედანს. მთვარის შუქზე შენობების სილუეტები მართლაც დიდებულად ჩანდა. კომპანიამ გამასწრო და შევიდა სასტუმრო „პოლესია“-ში.

სასტუმრო "პოლესია"-ს სახურავი

სასტუმრო “პოლესია”-ს სახურავი

მოედანზე მარტო დავრჩი და ვტკბებოდი მკვდარი ქალაქის ატმოსფეროთი და პარალელურად ადრენალინის გადაჭარბებული დონის გამო თავს ვგრძნობდი ტრილერის ფილმის მსახიობად. რამდენიმე წუთში მეც აღმოვჩნდი სასტუმროს შენობაში და ვეცადე რაც შეიძლება მალე ავსულიყავი მის სახურავზე, ვინაიდან ღამით სიბნელეში მარტო ყოფნა დიდ მიტოვებულ შენობაში მკვდარ ქალაქში არც თუ ისეთი სასიამოვნოა. სახურავიდან იშლებოდა მშვენიერი ხედი ქალაქის დიდ ნაწილზე და მოედანზე. ასევე კარგად ჩანდა ატომური ელექტროსადგური, რომელიც პრინციპში ყველა სახურავიდან ჩანს.

ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგური და მე-4 ბლოკის სარკოფაგი

ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგური და მე-4 ბლოკის სარკოფაგი

სახურავზე რადიაციის დონე 300 მიკრო რენტგენამდე ადიოდა. იქაც გადავიღეთ სურათები, ცოტა დავლიეთ და დავტოვეთ შენობა. ამასობაში რაციაში ჩვენი ბელორუსი კოლეგები დაგვიკავშირდნენ და ეშმაკის ბორბალთან დაგვპატიჟეს არაყზე. სიმართლე გითხრათ არასდროს მიოცნებია ეშმაკის ბორბალი ღამით მენახა. მოკლედ მივუახლოვდით მიზანს და დაგვხვდა 4 კაციანი ბელორუსების ჯგუფი.

ატრაქციონების პარკი და ფონზე ცნობილი ეშმაკის ბორბალი

ატრაქციონების პარკი და ფონზე ცნობილი ეშმაკის ბორბალი

პირველ რიგში დავიწყეთ ეშმაკის ბორბლის სურათების გადაღება, შემდგომ დავდექით ასფალტზე და ბევრი ვისაუბრეთ ჩერნობილზე და გავცვალეთ კონტაქტები. ამასობაში დავიღალეთ და საშინლად გვეძინებოდა. გადავწყვიტეთ სახლებში წავსულიყავით. გზაში შევედით მიტოვებულ წყალსაქაჩზე, რომლსაც ძლივს მივაგენით სიბნელეში. ჩავედით მის სარდაფში, ავავსეთ ათობით ლიტრი წყალი და წავედით კორპუსისკენ. წყლის ავსების დრის მთავარი არის ის მომენტი, რომ არ უნდა იჩქარო და ისე აავსო ბოთლი, რომ რადიაქტიული მიწა არ აიწიოს და არ გაერიოს წყალში. თვითონ წყალი როგორც ისეთი არ ინახავს რადიაციას, უბრალოდ მანდ შეიძლება ამოჩნდეს რაიმე ნაწილაკი დაბინძურებული მიწიდან. შემდგომ სახლში სპეციალური სალაშქრო ფილტრის მეშვეობით გავფილტრეთ ეს წყალი და შევამოწმეთ იგი დოზიმეტრით. წყალი სუფთა აღმოჩნდა და შევუდექით საჭმლის მომზადებას. სანამ საჭმელი მზადდებოდა, მე გავედი სახურავზე, რათა ინტერნეტში შევსულიყავი.

საღამოს ვახშამი ბინაში

საღამოს ვახშამი ბინაში

ნორმალურად ქსელი მხოლოდ იმ ადგილებში იჭერს, საიდანაც ელექტროსადგური პირდაპირ ჩანს. სხვათა შორის მაგას შეგილია უყურო საათობით. სამწუხაროდ ვერ მოვასწარი ატომური სადგურის ნახვა გადახურებამდე. ახლა ის სულ სხვანაირად გამოიყურება. სახურავიდან ასევე ჩანს ქალაქში სხვა სტალკერების გადაადგილება და ზუსტად ამ მომენტებში ხვდები, რომ სანამ არსებობენ სტალკერები, პრიპიატი არ იქნება მკვდარი ქალაქი. ის ცოცხლობს, ძალიან წყნარად და თავისებურად. გემრიელი ვახშმის მერე დასაძინებლად დავწექი. თუმცა გარკვეული ხმაურის გამო ვერ ვიძინებდი. კორპუსში იდგა რაღაც ბრახუნი, ან ქარი ამოძრავებდა მიტოვებული ბინების ფანჯრებს ან კიდე ვიღაცა რკინას იპარავდა და მიქონდა. ძალიან მეშინოდა, ვინმე არ შემოვარდნილიყო, თუმცა მაინც ჩამეძინა.


დღე 4. აისი და ახალი თავგადასავლები


იყო დილის 4 საათი როცა გავიღვიძე. გარეთ ციოდა და ბურუსი ფარავდა ქალაქს. ძალიან მეძინებოდა. – ჩერნობილი არის სწორედ ის ადგილი, სადაც რაც შეიძლება მეტი დრო უნდა დაუთმო დათვალიერებას, ვინაიდან გამოძინებას ყოველთვის მოასწრებ! ვთქვი მე და ავდექი დივანიდან. დილა დავიწყეთ მცირე საუზმით და ყავით, რომლის მარაგიც უკვე გამოგვეწურა. ღამით დასატენად დავტოვე ექშენ კამერა და ფოტოაპარატი. ორი 12000 მილიამპერიანი ხელნაკეთი დამტენი კარგად ქაჩავდა და ელემენტების პრობლემა არ მქონდა. ტექნიკა რათქმაუნდა მიმძიმებდა ჩანთას, მაგრამ როცა ხარ ბლოგერი და გინდა საზოგადოებას მოუყვე შენს თავგადასავლებზე, უნდა აიტანო ის ზედმეტი წონა.

გერბიანი 16 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი

გერბიანი 16 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი

ბინა დავტოვეთ როცა ჯერ კიდევ ბნელოდა და ელვის სიჩქარით გადავინაცვლეთ ცენტრალურ მოედანზე. მოედნის დასაწყისში იდგა ორი თექვსმეტ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ორივეს სახურავზე იყო დამონტაჟებული საბჭოთა კავშირის გერბი, რომელსაც ფლუორისცენტული განათებაც ჰქონია. ერთერთი კორპუსი იქო საექსკურსიო, ხოლო მეორე ავარიული და მანდ ტურისტები არ დადიოდნენ. ჩვენ გადავწყვიტეთ ავსულიყავით ავარიულ კორპუსზე, რათა რამე რომ მომხდარიყო, ჩვენ მანდ დღის განმავლობაში შეგვეძლო დაგვემალა.

16 სართულიანი კორპუსი

16 სართულიანი კორპუსი

მაღალი, რუხი ფერის შენობა დიდებულად გვიყურებდა ზემოდან. შევედით და დავიწყეთ ასვლა სახურავზე, რათა იქედან გვენახა აისი. არ მიყვარს ბილწსიტყვაობა, მაგრამ ამ 16 სართულიანი სახლის არქიტექტორი ან დებილი იყო ან სადისტი. სართულიდან სართულზე ამოსასვლელად გჭირდებოდა ჯერ კიბეზე ასვლა, მერე კოპუსის აივანზე გასვლა, აივნიდან ისევ შენობაში შესვლა, დერეფნის გავლა, ისევ კიბეზე ასვლა და ეგ სიამოვნება უნდა გაგიმეორებინა 16 ჯერ!!! როგორც იქნა ავედით სახურავზე, საიდანაც მართლაც არაჩვეულებრივი ხედი იყო. უჩვეულ ფერებში იყო ცა და ტყე.

გერბის თავზე

გერბის თავზე

ქალაქის ნაწილი ბურუსში იყო დამალული, რომელიც ნელ-ნელა მიდიოდა და ქრებოდა. კარგად ჩანდა ატომური ელექტროსადგურიც, სარკინიგზო ხიდი და პორტის ამწ ეკრანები. პირველ რიგში ავძვერი იმ საბჭოთა კავშირის ძეგლზე, საკმაოდ დიდი, დაახლოებით 2 სართულიანი სახლის სიმაღლის კონსტრუქცია იყო, რომელიც საშინელ ხმებს გამოსცემდა. სურათების სერიის შემდეგ შევიკრიბეთ და სახურავზე მდებარე დივანზეც ჩამოვჯექით. მზე იწყებდა ამოსვლას და ფერები სულ უფრო და უფრო სწრაფად იცვლებოდა. ამასობაში თაიმლეფსიც გადავიღე. შემდეგ ჩამოვედით მოედანზე და გავისეირნეთ ცოტა, ბევრი დრო მაინც და მაინც არ გვქონდა, მაგრამ რამდენიმე სურათის გადაღებაც მოვასწარით.

მზის ამოსვლა

მზის ამოსვლა

სახლში მიმავალ გზაზე მოვისურვე ამესრულებინა კიდევ ერთერთი ოცნება და გადავწყვიტე ეშმაკის ბორბალზე ავსულიყავი, რომელიც იყო ატრაქციონების პარკში, მოედნის გვერდით. პრიპიატის ეშმაკის ბორბალი აშენდა იმავე წელს, როდესაც ავარია მოხდა და მასზე არავის უკატავია, ვინაიდან მისი გახსნა იყო დაგეგმილი პირველ მაისზე, ხოლო ავარია სულ რაღაც 4 დღით ადრე მოხდა. ეშმაკის ბორბალზე კიბით ავედი შუამდე სადაც პატარა პლატფორმა იყო მუშებისთვის და ეგრევე ჩამოვედი, ვინაიდან ბორბალი ძალიან თვალსაჩინოა დაცვის და პოლიციის თანამშრომლებისთვის და ამასთან ერთად 300-400 მიკრო რენტგენს ასხივებდა, რის გამოც მომიწია ნაქსოვი ხელთათმანების გამოყენება.

ეშმაკის ბორბალი

ეშმაკის ბორბალი

შემდეგ მოვედით სტადიონზე და იქაც ავედით გამნათებელ პლატფორმაზე, რომელიც დაახლოებით 16 სართულიანი კორპუსის ხელა იყო. ძალიან სარისკო იყო როგორც დაცვის მხრივ, ასევე მისი კონსტრუქციის მდგომარეობის გამო, ვინაიდან ძალიან დაჟანგული იყო და ძალიან ქანაობდა, მისი რადიაციული ფონის გაზომვა ვერ მოვახერხე, მაგრამ როგორც იძახიან არანაკლებ 500 მიკრო რენტგენს ასხივებს ეგ კონსტრუქცია. ამასობაში საშინლად მომწყურდა და სახლში ასვლისას ერთი ბოთლი ბორჯომი, რომელიც თბილისიდან ჩავიტანე დავცალე წამებში.

სტადიონის გამანათებელი პლატფორმა

სტადიონის გამანათებელი პლატფორმა

იმ დღეს იდგა საშინელი სიცხე და სულ გვწყუროდა. ამასთან ერთად ოფლის გამო სულ სველები ვიყავით. წყალსაქაჩზეც არაერთხელ ჩავედით ამის გამო და დიდ რიგში დგომა მოგვიწია. სამწუხაროდ მაგ მომენტში ტელეფონი დამჯდარი მქონდა, კამერა კიდე არ წამომიღა რათა გადამეღო სტალკერების რიგი მკვდარ ქალაქში წყალზე. იქ იყო უკრაინელები, რუსები, პოლონელებც, შვედები, ავსტრალიელები, ამერიკელები, ბელორუსები და ვინ არ იყო მანდ იმ დღეს. პოლიციამ სამწუხაროდ ბოროტად გამოიყენა ის ფაქტი და უამრავი სტალკერი დააკავა, დაახლოებით 40 კაცამდე. სახლში საჭმელი არ მიჭამია და ეგრევე დავიძინე. გავიღვიძე სადღაც საღამოს ექვს საათზე, ვჭამე და ცოტა ხნით ჩავუჯექი ინტერნეტს. ჩვენ ისევ ორ ჯგუფად გავიყავით და მე გავყევი იმათ, ვინც სკოლის დათვალიერებას აპირებდა.

- "ბორჯომი", განთავისუფლდი ზედმეტისგან!

– “ბორჯომი”, განთავისუფლდი ზედმეტისგან!

ჩვენთან ახლოს იგივე მე-5 მიკრორაიონში იყო პრიპიატის მე-5 საჯარო სკოლა, რომელმაც მხოლოდ ერთი წელი იმუშავა ავარიამდე. სკოლა იყო გათვლილი 1568 მოსწავლეზე. იყო ყელაზე პრესტიჟული და თანამედროვე სკოლა ქალაქში. აქ იყო უცხო ენების და მეცნიერების გაძლიერებული სწავლა. შენობა იყო 4 სართულიანი და ჰქონდა შიდა ეზო, რომელიც უნდა გაიარო შენობის შესასვლელის მისაღწევად, სპორტული დარბაზი, საკონცერტო დარბაზი, სასადილო და უამრავი ფიზიკის, ქიმიის და სხვა მეცნეირული საგნების საკლასო ოთახები. ბევრ ოთახში არის საკმაოდ კარგად შენახული სასკოლო ინვენტარი და ავეჯი.  რადიაციული ფონი შენობის შიგნით არის ნორმის ფარგლებში, ხოლო სახურავზე რადიაციული ფონი 300 მიკრორენტგენი საათში აღწევდა. ობიექტი არის ძალიან პოპულარული ტურისტებისთვის. მის ფასადს ამშვენებს ციფრები 1238 (დღემდე ვერ გავშიფრეთ თუ რა ციფრებია ეს) ასევე ფასადზე არის ლათინური ანბანის პირველი ოთხი ასო „A B C D“. სკოლის მერე ჩვენ წავედით ე.წ. „სტარიკ“-ის ტბაზე.

სკოლა №5

სკოლა №5

ფიზიკის კაბინეტი

ფიზიკის კაბინეტი

რადიაციული ფონი იქაც ნორმალური იყო და წყლის ავსებაც შეიძლებოდა. კომპანიის უმეტესობამ გადაწყვიტა მანდ ბანაობა, ხოლო მე მაინც თავი შევიკავე, რა იცი რა ხდება. სკოლიდან დაბრუნებისას ცოტა დავიკარგეთ, იმიტომ რომ ჩვენს ჯგუფში არ იყო არავინ, ვინც რუკების გარეშე ერკვეოდა ქალაქში. ამასობაში დადიოდნენ ექსკურსიები და გზაზე, რომლითაც მივდიოდით უამრავი მიკროავტობუსი იდგა. დავიწყეთ ეზოებით სიარული და პერიოდულად კორპუსებში ვიმალებოდით. რამდენიმეჯერ მოგვიწია სახურავზე ასვლა, რათა გვენახა თუ საით ვიყავით. გზაზე გვხვდებოდა აგურის კორპუსები, რომლებიც უკვე მთლიანად მცენარეებით იყო დაფარული და ერთერთ სადარბაზოში ირემიც შეგხვდა. სანახაობამ ნამდვილად გამაოცა. როდის ნახავ კიდე სადარბაზოში მცხოვრებ ირემს. ყველაზე უსიამოვნო მომენტი იყო როცა გვიწევდა ცენტრალურ მოედანზე გადაადგილება, იქ უამრავი მანქანა იდგა და ელვის სისწრაფით უნდა გადმოვსულიყავით მეორე მხარეს, რამდენიმე წუთიანი ფიქრის მერე გადავწყვიტეთ გადმოგვერბინა. დანარჩენი გზა უკვე ცნობილი იყო ჩვენთვის და თხუთმეტ წუთში უკვე სადარბაზოში ვიყავით. ამ ტბაზე ხშირად თევზაობენ ბრაკონიერები და მერე რადიაქტიულ თევზს ყიდიან, რაც არ არის კარგი. გარშემო შესანიშნავი ტყე არის და მგლებთან შეხვედრაც მანდ საკმაოდ მარტივია. იქ შევხვდით მზის ჩასვლას და წავედით სახლში. ფეხები უკვე ბევრად ნაკლებად მტკიოდა, რათა ბევრს არ დავდიოდი და მაზოლების საშუალებას ვიყენებდი. სახლში საჭმლის მომზადების დროს ერთერთ ჯგუფის წევრს გაახსენდა, რომ ერთერთ მიკრორაიონში, საკონტროლო გამშვებ პუნქტთან ახლოს რომელიღაცა ბინაში წინა წელს ვისკი დატოვა. მოკლედ ბევრი ვკერეთ და თავის მეგობართან ერთად წავიდა ვისკზე. ყველა ვიყავით დაღლილები და გვინდოდა საღამო კარგად გაგვეტარებინა. გოგოებმა ბრინჯი და ტუშონკა მოხარშეს და ჩაისთვისაც წყალი აადუღეს. უკრავდა მუსიკა, უმეტეს წილად ქართული, ვყვებოდით ანეკდოტებს და ვხუმრობდით. ამასობაში ორი საათი გავიდა და ცოტა ნერვიულობაც დავიწყეთ იმათზე, ვინს ვისკის მოსატანად წავიდა. რამდენიმე წუთში ვისკი უკვე ჩვენს ჭიქებში იყო. რამდენიმე სადღეგრძელოში დავცალეთ ბოთლი და დავიძინეთ

პრიპატის "სტარიკ"-ის ტბა

პრიპატის “სტარიკ”-ის ტბა


 დღე 5. ქარხანა იუპიტერი და პრიპიატის ცნობილი ადგილები 


დილით კარგად გამოძინებულმა მივირთვი საჭმელი. იყო დილის 5 საათი. ღამის განმავლობაში ფოტოაპარატი და სხვა მოწყობილობები კარგად დავტენე, ვინაიდან უამრავი მასალა მქონდა გადასაღები. ავიბარგეთ, დავხურეთ ბინა და გამოვედით ეზოში. იდგა შესანიშნავი ზაფხულის დილა. ნესტიანი და ჟანგბადით სავსე ჰაერმა აავსო ჩემი ფილტვები. ვმოძრაობდით საკმაოდ სწრაფად, თუმცა პირველ დღესთან შედარებით ფეხები ისე აღარ მტკიოდა. ჩვენ უნდა გაგვევლო მე-3 მიკრორაიონი და ამისათვის ყველაზე ხელსაყრელი გზა იყო ლესია უკრაინკას ქუჩა.

ქარხანა "იუპიტერი"-ს ადმინისტრაციული კორპუსი

ქარხანა “იუპიტერი”-ს ადმინისტრაციული კორპუსი

ხეებიდან გამოჩნდა 16 სართულიანი კორპუსი, ე.წ. „ფუდზიამა“, ცოტა ხანში კიდე გამოჩნდა ქარხანა „იუპიტერის“ ადმინისტრაციული კორპუსი. ახლოში ზუზუნებდა მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი და კიდევ რამდენიმე მოქმედი ობიექტიდან მოდიოდა ხმა. მივუახლოვდით ჭიშკარს, რომელიც ნახევრად დაშლილი იყო. ქარხანა შემოღობილიყო მაღალი კედლით და მავთულხლართებით. ქარხანა „იუპიტერი“ აშენდა დაახლოებით 70-იან წლებში ქალაქ პრიპატთან ერთად და ექსპლუატაციაში შევიდა 1980 წელს. ის მდებარეობს ქ. პრიპიატის მე-3 მიკრორაიონის გვერდით და მისი ფართობია დაახლოებით თბილისის საავიაცო ქარხნის ტოლა. მანდ ასევე მუშაობდა ქალაქის მაცხოვრებლების ნაწილი. ობიექტი უამრავ საიდუმლოს შეიცავს და ბოლომდე უცნობია თუ რას აწარმოებდნენ მანდ.

ქარხანა "იუპიტერი"-ს ლაბორატორიების კორპუსი

ქარხანა “იუპიტერი”-ს ლაბორატორიების კორპუსი

ოფიციალური ვერსიით იგი აწარმოებდა მაგნიტოფონის და სხვა საოჯახო ტექნიკის სათადარიგო ნაწილებს. არაოფიციალურად მანდ აწარმოებდნენ სამხედრო ელექტრონიკას, შავ ყუთებს და კოსმოსურ ტექნოლოგიებს. ქარხნის დაათვალიერებს შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მანდ ასევე ამზადებდნენ ტექნიკას, რომლითაც ხორციელდებოდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე ავარიის შედეგების ლიკვიდაცია. სადგურის აფეთქების შემდეგ ქარხანამ იმუშავა დაახლოებით 2009 წლამდე, შემდეგ საბოლოოდ მიტოვებულიქნა. ქარხნის ტერიტორია მოიცავდა 7 კორპუსს: უზარმაზარ რამდენიმე სართულიან ადმინისტრაციულ კორპუსს, რომელშიც იყო განთავსებული სასადილო, დანადგარების შემოწმების ლაბორატორია, აბაზანა, საუნა, საწყობი, ოთხი ცეხი, წყლის ფილტრაციის და გაგრილების სისტემა, თავშესაფარი, მაღაზია, პოლიგონი, გარაჟები და ქვესადგური.

ქარხანა "იუპიტერი"-ს ერთერთი ცეხი

ქარხანა “იუპიტერი”-ს ერთერთი ცეხი

ობიექტს სტუმრობს უამრავი ტურისტი, თუმცა ერთერთი ცეხის სახურავის ჩამონგრევის გამო, ცეხს მხოლოდ სტალკერები სტუმრობენ. ქარხნის მიდამოებში არის უამრავი უცნობი აპარატურა და საკმაოდ თანამედროვე და ძვირადღირებული იმ დროისთვის გამოთვლითი ტექნიკა. ტერიტორიაზე რადიაციის დონე არის ნორმების ფარგლებში, ხოლო სახურავი, ეზო და ავტო ტექნიკა არის მცირედ დაბინძურებული რადიაციით, დაახლოებით 100 დან 250 მიკრო რენტგენამდე საათში. ასევე თავშესაფარში არის რადიაციული ელემენტების საწყობი და მანდ ყოფნა საკმაოდ სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ტერიტორიაზე შესვლის თანავე თვალში მომხვდა უამრავი საავტომობილო ტექნიკა. დაშლილი და გაუბედურებული მანქანები ეყარა ალაგ-ალაგ. ასევე შესასვლელთან იყო გამაგრილებელი ბლოკი და სხვადასხვა პატარა ზომის ტექნიკური შენობა. გადაადგილების დროს არაერთხელ შემხვდა ღია ჭა, რომელშიც საკმაოდ მარტივად შემეძლო ჩავვარდნილიყავი. ქარხნის ეზო ტყედ იქნა ქცეული, რის გამოც გადაადგილება იყო საკმაოდ ძნელი. ხილვადობის არქონის გამო ვერ ვიპოვეთ ერთერთი ყველზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა:

რადიაქტიული კოვში, რომლითაც მდებოდა მე-4 ენერგობლოკის ნანგრევების შეგროვება და ერთ ადგილში მოთავსება. გარშემო ასევე იყო უამრავი იაპონური წარმოების რობოტ-ტრაქტორები. ტექნიკური შენობების დათვალიერების შემდეგ გავიყავით ორ ჯგუფად. ერთი წავიდა ცეხების დასათვალიერებლად, ხოლო ჩვენ ადმინისტრაციულ კორპუსში. უკვე დილის 7 საათი იყო და პოლიცია ქალაქის შემოვლას იწყებდა და ადმინისტარციული კორპუსი ამ მხრივ ბევრად უსაფრთხო იყო.

რადიაქტიული კოვში

რადიაქტიული კოვში

შენობასთან მიახლოებისას გამახსენა ეპიზოდი „სტალკერი“-ს თამაშიდან და შესასვლელიც მარტივად ვუპოვე. გარედან შენობა იყო ზუსტად ისეთი, როგორიც მე წარმომიდგენია. შენობის ნაწილი ასევე ფიგურირებდა Pink Floyd – Marooned -ის კლიპში. პირველი სართული საკმაოდ გაუბედურებული იყო. იქ იდგა საკონტროლო გამშვები ჯიხურები და რამდენიმე ტურნიკეტი. ოთახებში არაფერი საინტერესო შეგვხვდა. -სანამ დროა ავიდეთ სახურავზე, ვთქვი მე კიბეებზე. კიდეების უჯრედი გამოდიოდა გარედ და ადვილად შესამჩნევი მიზანი ვიყავით. სახურავზე გველოდებოდა ტექნიკური სართული, საიდანაც კიბე ამოდიოდა უშუალოდ სახურავზე. ამოსვლის თანავე რადიაციული ფონი მოიმატა და 150 მიკრო რენტგენ/ საათს შეადგენდა.

ადმინისტრაციული კორპუსის მთავარი შესასვლელი

ადმინისტრაციული კორპუსის მთავარი შესასვლელი

სახურავიდან შესანიშნავი ხედი იშლებოდა ქალაქზე, ქარხნის ტერიტორიაზე და ატომურ ელექტრო სადგურზე. ასევე კარგად ჩანდა ანძა „ჩერნობილ 2“. სახურავზე ცოტა კონიაკი დავლიეთ, რამდენიმე სურათი გადავიღეთ და შევუდექით შენობის დათვალიერებას. სართულები პრაქტიკულად იდენტური იყო, ხოლო ოთახებში სხვადასხვა საინტერესო დანადგარები და დოკუმენტაცია ეყარა. იყო საკმაოდ თანამედროვე და ძვირადღირებული კომპიუტერული ტექნიკა, ლაბორატორიები და დღევანდელი ენით რომ ვთქვათ „სერვერული დანადგარები“.

ჰორიზონტსმიღმა რადიო ლოკაციური კომპლექსი "დუგა"

ჰორიზონტსმიღმა რადიო ლოკაციური კომპლექსი “დუგა”

ერთერთ სართულზე ვიპოვეთ ქარხნის დირექტორის კაბინეტი. ის განსხვავდებოდა სხვა ოთახებისგან. კედლები მთლიანად ხით იყო შეფუთული. გარშემო ეყარა მაკეტები და რობო ტექნიკის პოსტერები. ბოთლების და ყავის ქილებზე დატანილი წარმოების თარიღიდან დავადგინეთ, თუ როდის იყო აქ ბოლო საქმიანი შეხვედრა. ქვედა სართულებზე იყო ერთი დიდი ლაბირინთი, უამრავი ლაბორატორია, ცეხი და სხვა უცნობი დიდი სივრცეები. ქარხანაში ასევე იყო რამდენიმე სასადილო და დიდი აბაზანა საუნით. დღემდე უამრავი ტანსაცმელი გდია მანდ.

დირექტორის კაბინეტის აბრა

დირექტორის კაბინეტის აბრა

ადმინისტრაციული კორპუსიდან ცეხებში მიდიოდა მიწისქვეშა გადასასვლელი, რომლიდანაც იყო შესასვლელი უზარმაზარ თავშესაფარში, სადაც სულ 5 ჩასასვლელი იყო. შიგნით ვერ შევაღწიეთ იმის გამო, რომ იდგა წყალი და მაღალყელიანი რეზინის ბოტები დამავიწყდა კიევში. ცეხებში იდგა მაზუთის სუნი. ალაგ-ალაგ წვეთავდა წყალი და ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა. პავილიონები კარგად იყო განათებული, ამიტომაც ფანარი ჩანთაში ჩავდე. გარშემო იყო უამრავი დამტვრეული დანადგარები და რკინის ნაგლეჯები. იატაკზე შუშა ეყარა და მასზე დაბიჯების დს ხმამაღლა ტკაცუნებდა. იატაკში იყო კაბელების კოლექტორები, რომლებსაც სახურავი ახდილი ჰქონდათ.

თავშესაფარში ჩასასვლელი

თავშესაფარში ჩასასვლელი

ვიპოვეთ ცნობილი ცეხი, სადაც ჭერი ჩამოინგრა და თამაშში „სტალკერ“ იქ შვეულმფრენი ეგდო. რეალობაში ჭერი ბუნებრივი ზემოქმედების გამო ჩაინგრა. უცბად ცეხის კარებში გავიგეთ ადამიანების ხმა, ორი ადამიანი რაღაცაზე საუბრობდა. ზედმეტი ფიქრის გარეშე გამოვიქეცით გვირაბისკენ, ამოვედით ადმინისტრაციულ კორპუსში და რამდენიმე სართულით ავედით ზემოდ.

ჩამონგრეული ჭერი ერთერთ ცეხში

ჩამონგრეული ჭერი ერთერთ ცეხში

ერთერთ ოთახში იდგა დიდი ტახტი. ეგ იყო ჩვენი თავშესაფარი რამდენიმე საათის მანძილზე. საქმე იმაშია, რომ ის ორი ადამიანი შეიძლებოდა პოლიციელები ან დაცვის თანამშრომლები ყოფილიყვნენ. კიევში დაბრუნება კიდე არ გვინდოდა და აღარ ვცადეთ იმ ადამიანებთან მისვლა. ოთახში, სადაც ვიმალებოდით იყო უამრავი ხაზვის სტენდი, მათზე იყო სხვა სტალკერების წარწერები, დღეიდან ჩვენიც )). მეგობარმა გახსნა კონიაკის ბოთლი და სამივემ სიამოვნებით დავცალეთ. ჩაგვეძინა.

ამასობაში გავიდა 3 საათი და ვცადეთ კიდევ ერთხელ ცეხებში ჩასვლა. ამჯერად მანდ არავინ შეგვხვდა. რამდენიმე საათში მოვიარეთ მთელი ცეხები და გამოვედით ეზოში, უამრავი საინტერესო კონსტრუქციული და საინჟინრო გადაწყვეტილება შეგვხვდა დათვალიერების დროს. სამწუხაროა, რომ ის ყველაფერი ისტორიას ჩაბარდა. ქუჩაში მაგრად ცხელოდა და სასმელი წყალიც მალევე გაგვითავდა. უკანა გზაზე მოგვინდა ე.წ „ფუდზიამა“-ს სახურავზეასვლა. მაგრად გავოცდით, როცა აღმოვაჩინეთ, რომ იმ შენობის მაგივრად შემთხვევით გვერდზე მყოფი 16 სართულიანი კორპუსის სახურავზე ამოვედით. ისტერიული სიცილის მერე გადავწყვიტეთ სახლში დავბრუნებულიყავით. იყო უკვე დაახლოებით 2 საათი და ქალაქში უამრავი ექსკურსია დადიოდა. ძველი მარშრუტით დაბრუნება იყო შეუძლებელი, ვინაიდან გზაზე შეგვხვდა საექსკურსიო მინი ვენი. ჩვენ გადავუხვიეთ გზიდან და ეზოებით გავიარეთ მე-3 მიკრორაიონი.

ერთგან მოგვიწია კოპუსის სახურავზე ასვლა, გზა რომ გვენახა. ეზოები ტყედ იყო ქცეული, რაც სერიოზულ პრობლემას გვიქმნიდა გადაადგილებაში. GPS ის სიგნალიც ცუდი იყო და ტელეფონი ვერ ხვდებოდა სად ვართ. მოგვიწია ფორუმებიდან წაკითხული ინფორმაციის მიხედვით გვეპოვა გზა. რამდენიმე წუთში აღმოვჩნდით ცენტრალური გამზირის პირას, სადაც უამრავი მანქანა იდგა. იყო არჩევანი დიდი წრე დაგვერტყა და შემოგვევლო ქალაქი ან კიდევ ძალიან სწრაფად გადაგვერბინა გამზირი და მალევე სახლში აღმოვჩენილიყავით. რამდენიმე წუთიანი ფიქრის მერე გადავწყვიტეთ გადაგვერბინა გზა. გაგვიმართლა, არავინ დაგვინახა. ბინაზე ასვლისას ამოვიღე ზურგჩანთიდან ბორჯომი, გავედი აივანზე და დავლიე ბოლომდე და წამოვწექი ლოგინზე. საღამოს 6 საათზე გამაღვიძა გამყოლმა და მითხრა, რომ ღამით ჩვენ გავდივართ ქალაქიდან და მირჩია დამეთვალიერებინა რამე ობიექტები ქალაქში. გასვლამდე კარგად მჭამე და დავლიე ყავა. ძალიან მომშივდა „იუპიტერი“-ს მერე. ქალაქში გამყვა ერთი ბერძენი გოგო სახელად ქერი. მას ახლობელმა დაუტოვა ერთერთ შენობაში არაყი და რაღაც სასუსნავი. ჩემი პირველი მიზანი იყო საცურაო აუზი „ლაზურნი“. მანდ საკმაოდ სწრაფად მივედით, GPS-მა ივაჟკაცა კარგად.

პრიპიატის ავტოდრომის ატრაქციონი

პრიპიატის ავტოდრომის ატრაქციონი

საცურაო აუზის შენობაში მეორე სართულზე შეგვხვდა რამდენიმე უპატრონო ძაღლი, რომლებიც საკმაოდ ხმამაღლა ყეფდნენ. გადავწყვიტეთ დაცვის ყურადღება რომ არ მიგვექცია წავსულიყავით ატრაქციონების პარკში. იქ არაფერი ახალი არ იყო ჩემთვის, უბრალოდ მინდოდა რამდენიმე სურათის გადაღება. პარკიდან წამოვედით ცენტრალურ მოედანზე და შევედით კულტურის სახლში „ენერგეტიკი“. შენობა იყო საკმაოდ დიდი, თუმცა ძალიან ცუდად შენახული. მას უამრავი ექსკურსია სტუმრობდა, რაზეც იატაკზე დაყრილი ნაგავი მეტყველებდა. შიგნით იყო განთავსებული ბიბლიოთეკა, კინოთეატრი, სპორტული დარბაზი და ბოქსის სექცია. იქაურობა სწრაფად მოვიარე და დატოვებული საჩუქარიც ვიპოვეთ. ბნელდებოდა, სახლისკენ მიმავალი გზა უკვე ზეპირად ვიცოდი და სწრაფად გადავადგილდებოდი. სახლში კვლავ ჩავუჯექით საჭმლის მზადებას და ბინის დალაგებას შემდეგი სტალკერებისათვის. სასიამოვნო ვახშმის შემდეგ საბოლოოდ ჩავალაგეთ ყველაფერი ჩანთებში, მაგრამ ძლიერმა წვიმამ დაგვასწრო. პრიპიტში განსაკუთრებული ჭექა-ქუხილია. საქართველოში ისეთი ძლიერი ელვები არსად მინახავს. იყო ძლიერი ქარი, კოპუსის ფანჯრები და კარები უბრახუნებდნენ როგორც ასობით ავტომატი. სიბნელიდან წამიერად განათებული ცის ფონზე ჩნდებოდნენ კორპუსების სილუეტები, ბნელები და მონუმენტალურები. ცოტა ხანში ბინაში წყალიც ჩამოვიდა სახურავიდან და მოგვიწია სხვა ადგილას გადმოსვლა. სწორედ მაშინ ვიგრძენი მკვდარი ქალაქის სული.

კულტურის სახლი "ენერგეტიკი"

კულტურის სახლი “ენერგეტიკი”

 


დღე 6. გზა ობიექტამდე “ჩერნობილ 2”, საიდუმლო სამხედრო ნაწილი, “ჩერნობილ -2” და ასვლა “დუგა”-ზე


სტალკერული ტროლეიბუსი

სტალკერული ტროლეიბუსი

წვიმა დამთავრდა. გამოვედით ბინიდან, დავემშვიდობეთ პრიპიატს და დავიძარით ქალაქის გასასვლელში. გზა იყო სველი, იყო უამრავი რმა გუბე და ფანრების გარეშე ხშირად მხვდებოდა მანდ ფეხი. უბერავდა ქარი და მისი ხმაური ფარავდა ჩვენს გადაადგილებას, ვინაიდან საკმაოდ ვხმაურობდით. ქალაქიდან გავედით ნაცნობი გზით, რამდენიმე წუთში უკვე ქარხანა „იუპიტერი“-ც დარჩა უკან. შემდეგ შეგვხვდა მოქმედი წყლის ფილტრაციის სადგური, იქ მაქსიმალური სიფრთხილით გავიარეთ. ტყის მასივის შემდეგ გამოვედით ცენტრალურ გზაზე. მანდ სწრაფად უნდა გვევლო, რადგან მანქანის გამოჩენის შემთხვევაში ვერსად დავიმალებოდით. წინ გველოდებოდა ე.წ. სიკვდილის ხიდი, მასზე უდიდესი რადიაციის ლაქა იყო, ვინაიდან ახლოს იყო ატომურ ელექტროსადგურთან. დღესდღეობით ის გაწმენდილია და საშიში რადიაციის დონემაც იკლო და ეხლა პრაქტიკულად ნორმის ფარგლებშია. ხიდი გადავირბინეთ და აღმოვჩნდით გზაჯვარედინზე. ერთი გზა მიდიოდა პრიპიატის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, მეორე ქალაქ ჩერნობილში, მესამე ატომურ სადგურისკენ და მეოთხე იყო ‘ჩერნობილ 2’ -ის გზა. გზაჯვარედინზე იდგა ორი ძეგლი, ერთი ცნობილი პრიპიატის ლოგო და მეორე მაღალი ლამპარი. პირველთან სურათის გადაღება მინდოდა, მაგრამ დამეზარა ჩანთიდან ფოტოაპარატის ამოღება, მერე კი ვინანე, მაგრამ არაუშავს, მექნება საბაბი დავბრუნდე. ლამპართან რადიაციული დონე დოზიმეტრის ჩვენებებს სცდებოდა. მივყევით ჩვენს გზას, გარშემო საკმაოდ მაღალი რადიაციის დონე ფიქსირდებოდა, განსაკუთრებით გზის პირას, სადაც ჩვენ გადმოვედით, რათა გვენახა აფეთქებული ენერგობლოკი 1300 მეტრიდან. სანახაობა იყო გრანდიოზული. ახალი გადახურვა მთლიანად ფარავდა დაზიანებულ ნაწილს. დიდი რადიაციის გამო მალევე დავტოვეთ იქაურობა. გზაზე ვიარეთ საკმაოდ სწრაფად, რადგან თენდებოდა და წვიმის გამო დავკარგეთ ბევრი დრო. შემდეგ ჩვენ გადავუხვიეთ მინდორზე.

შუა მინდორში ეგდო ტროლეიბუსი, რომელსაც ფანჯრები ჟესტით იყო დაფარული. ის მოიტანეს პრიპიატიდან და დააგდეს შუა მინდორში, გვერდზე კიდე პატარა ვაგონი იყო. ორივე ობიექტი წარმოადგენს სტალკერების თავშესაფარს და მოსასვენებელ ადგილს. აქ ჩერდებოდნენ ყველა, ვინც პრიპიატიდან „დუგა“-ზე მიდიოდა. შიგნით უამრავი წარწერა იყო კედლებზე. მეც დავამატე ჩანაწერი ჩემზე. გვერდზე ოთახში იყო ჩერნობილის რუკა ჩამოკიდებული. შუაში იდგა დიდი მაგიდა, რომელზეც სუფრა გავშალეთ. მე ეგრევე ფეხსაცმელი გავიხადე და გასაშრობად ჩამოვკიდე რაღაც რკინაზე. ფეხები ბრილიანტის მწვანნეთ დავამუშავე და ყავა დავლიე. სტალკერული ჟურნალი აღარ არსებობდა და ჩანაწერის გაკეთება მომიწია ფურცელზე. ცოტა დავისვენე და გავედი ტერიტორიის დასათვალიერებლად. გარშემო ეგდო უამრავი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, რომელიც ასხივებდა 500 მიკრო რენტგენს.

ტროლეიბუსის ინტერიერი

ტროლეიბუსის ინტერიერი

ბოდიალის დროს წავაწყდი პატარა რკინას, რომელიც ასხივებდა 1682 მიკრო რენტგენს. რამდენიმე საათიანი დასვენების შემდეგ გავაგრძელეთ სვლა დუგისკენ. გავიარეთ ტყე, ტყეში ისევ მინდორი გამოჩნდა და ჩვენმა გამყოლმა გადაუხვია გზიდან. როცა შევეკითხე -სად მივდივართ? მიპასუხა – გაგისწორდებაო, საინტერესო ადგილია. გავიარეთ რამდენი კილომეტრი და თვალში მომხვდა თავშესაფარში შესასვლელი. დანგრეული იყო, მაგრამ მარტივად ჩავედი მანდ. აღმოვჩნი დიდ მიწისქვეშა ბუნკერში, სადაც ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები იდო. ხოლო ტერიტორია დიდი სამხედრო ნაწილი იყო. სამხედრო ნაწილი, როგორც სხვა მსგავსი ტიპის ობიექტები ჩერნობილში იყო გასაიდუმლოებული. მისი დანიშნულება იყო ჰორიზონტსმიღმა რადიოლოკაციური კომპლექსი „დუგა“-ს დაცვა საჰაერო დარტყმისგან. ტერიტორიაზე არის განთავსებული მიწისქვეშა ბუნკერი, უზარმაზარი ჰერმეტული კარებით მძიმე ტექნიკისთვის. ასევე ბუნკერში იყო ტექნიკური განყოფილებები, სადაც კავშირგაბმულობის აპარატურის ნარჩენები გდია. რადიაციული ფონი არის ნორმის ფარგლებში და მანდ ხშირად ჩერდებიან სტალკერები, ვინც მიდიან „დუგა“-ზე.

"ვოლხოვ"-ის ბუნკერი

“ვოლხოვ”-ის ბუნკერი

რადიაქტიული ხავსი

რადიაქტიული ხავსი

ასევე ტერიტორიაზე არის განთავსებული ყაზარმა, სამხედრო ტექნიკის გარაჟი, ქვესადგური, სასადილო, პლაცი, ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მოედანი და რამდენიმე ჩემთვის უცნობი შენობა. შიგადაშიგ გხვდება სამხედრო ტექნიკა და მანქანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ავარიის შედეგების ლიკვიდაციაზე და აქვთ მაღალი რადიაციის დონე. ნაწილი ტყის მასივად არის ქცეული და მანდ გადაადგილება საკმაოდ ძნელია. ადგილი ნაკლებად ცნობილია ჩერნობილის დამთვალიერებლებისთვის და ტურისტებისგან მანდ პრაქტიკულად არავინ დადის. მოვიარე ავტოპარკი, ნახევრად დამარხული მანქანები, ყაზარმა, ქვესადგური და თითონ ბუნკერიც, ძალზე საინტერესო ადგილი აღმოჩნდა.

მიტოვებული ყაზარმა

მიტოვებული ყაზარმა

დაახლოებით 2 საათში ჩვენ შემოვედით „ჩერნობილ-2“-ის ტერიტორიაზე. ობიექტი საბჭოთა კავშირის დროს იყო ერთერთ ყველაზე გასაიდუმლოებული სამხედრო ნაწილი, საიდანაც საბჭოთა კავშირი უსმენდა შეერთებულ შტატებს. მის ტერიტორიაზე იყო განთავსებული ანძა „დუგა“, მისი დამხმარე სისტემა „წრე“, რადიოცენტრი, ყაზარმები, საცხოვრებელი სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის დათვალიერება ვერ მოვასწარი, ვინაიდან დროში ვიყავი შეზღუდული და საქართველოში რამდენიმე დღეში უნდა დავბრუნებულიყავი. იყო დღე, „დუგა“-ზე უამრავი ექსკურსია იყო და მოგვიწია ჩვენი ასვლა გადაგვედო საღამოსთვის. ჩვენ გავიარეთ მისი ტერიტორია და მივედით ობიექტამდე სახელწოდებით „წრე“, რომელიც ახდენდა ატმოსფეროს ზედა ფენების ზონდირებას, კერძოდ იონოსფეროს სიმჭიდროვეს და ახდენდა სისტემაში ცვლილებებს „დუგა“-ს კორექტურად მუშაობისთვის და უცვლიდა სამუშაო სიხშირეებს. კომპლექსი შედგებოდა 240 ანძისაგან, რომლებიც ცენტრალური რადიოცენტრის გარშემო ორ რკალს შეადგენდნენ, თითოში 120 ანძა. მათი სიმაღლე დაახლოებით ათ მეტრს შეადგენდა, ხოლო რკალის რადიუსი იყო დაახლოებით 250 მეტრი. ტერიტორიაზე ასევე იყო ქვესადგური, საკონტროლო გამშვები პუნქატი, სახანძრო მანქანა, საღორე (რატომღაც მოიქცა “წრის” ტერიტორიაზე) და რადიოცენტრის შენობა, რომელიც შუაში დგას.

რადიოლოკაციული ცენტრი "წრე"

რადიოლოკაციული ცენტრი “წრე”

რადიოცენტრის შენობა არის ოთხკუთხედი, არის ერთსართულიანი, აქვს სარდაფი, რომელიც დატბორილია და სახურავზე იდგა ერთერთი მიმღები ანძა, რომელიც იღებდა სიგნალებს რკალზე მოთავსებული ანძებისგან. შენობაში იყო ხანძარი, ასევე არის სრულიად გაძარცული, რკალზე მყოფი ანძები აღარ არსებობენ (ჯართში ჩააბარეს), სარდაფი დატბორილია და მანდ არის შემორჩენილი აპარატურის გაგრილების სისტემა და სხვა სხვა საკომუნიკაციო ინვენტარი. შენობაში იყო უმეტეს წილად განთავსებული იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვე გამოთვლითი სისტემები და იყო საკომანდო პუნქტი, საიდანაც ეს ყველაფერი იმართებოდა. ობიექტი მიატოვეს ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ და იმის მერე ობიექტი იძარცვებოდა. რადიაციული ფონი აქ არც თუ ისეთი მაღალია, თუმცა ტურისტს აქ იშვიათად ნახავ. პირველი რაც ვქენით, დავათვალიერეთ მისი რადიოცენტრი, შიგნით იყო ხანძარი, ამიტომაც დიდად არაფერი შემორჩა. სარდაფში იდგა წყალი, რომელიც დასალევად ვარგოდა. ავავსეთ უამრავი ბოთლი, გავფილტრეთ და დავლიეთ.

"წრეს" შიგნით

“წრეს” შიგნით

ეზოში იდგა ცნობილი სახანძრო მანქანა, მიუხედავად იმისა, რომ ლიკვიდაციაში იყო ჩართული, მისი რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებში იყო. იმ მომენტში არსად გვეჩქარებოდა და სურათების გადაღებით დავკავდი. კრუგის მერე გადავაადგილდით მიტოვებულ საქონლის მეურნეობისკენ. იქ ჩვენ დაგვხვდნენ ბელორუსი სტალკერები; კირილი და ანდრეი, რომლებიც ჩვენ პირველ დღეს შეგვხვდნენ. დავლიეთ ალკოჰოლის ბოლო მარაგი და კარგად ვჭამეთ.

ცნობილი სახანძრო მანქანა

ცნობილი სახანძრო მანქანა

კირილს ჩვენგან შედარებით მეტი საჭმელი ჰქონდა წამოღებული. მე ეგრევე დასატენად ჩავრთე კამერა. უნდა გადამეღო ყველაზე მასშტაბური და საინტერესო ანძა. სტალკერებმა მალევე დაგვტოვეს, ანძაზე ავიდნენ და კიევისკენ წავიდნენ. ჩვენ წავიძინეთ რამდენიმე საათი, გზამ ძალიან დამღალა. საღამოს 7 საათზე გამეღვიძა და ჯგუფიც ავაყენე. ნივთები და ჩანთები ბოსელის სხვენში დავდეთ, დავხურეთ იგი და კიბეც მოშორებით დავმალეთ. რა იცი რა მოხდება, ბევრი ადამიანი დადის აქ. გზა კრუგის ტერიტორიით მიდიოდა.

მზადება დიდი ასვლისთვის

მზადება დიდი ასვლისთვის

ნახევარ საათში უკვე ანძის ტერიტორიაზე ვიყავით. ის ხის ღობით იყო შემოღობილი. მზე უკვე ჩადიოდა და უნდა გვეჩქარა, რათა გვენახა დაისი. რამდენიმე ასეული მეტრის შემდეგ დავინახე „დუგა“.დუგის დანიშნულება იყო დასავლეთის მხრიდან ატომური რაკეტის გაშვებას დაფიქსირება 9000 კილომეტრის სიშორეზე და უნდა მომხდარიყო რაკეტის გაშვების მომენტის დაფიქსირება, რაც საბჭოთა მთავრობას აძლევდა 25-30 წუთს კონტრშეტევისთვის.

"დუგა"-ს ტერიტორია

“დუგა”-ს ტერიტორია

კომპლექსი აფიქსირებდა იონოსფეროში არსებულ ცვლილებებს, რომლებიც ჩნდებოდა რაკეტის ძრავის მუშაობის დროს. მისი კონსტრუქცია იყო აწყობილი სპეციალურად დამუშავებული ლითონისგან, რომელიც იყო მდგრადი კოროზიის მიმართ. ერთერთი ვერსიის მიხედვით ამ ობიექტის მშენებლობამ გამოიწვია საჭიროება ძლიერი ელექტრო სადგურის მშენებლობა, ვინაიდან უზარმაზარ ელექტროენერგიას მოიხმარდა. კომპლექსმა იმუშავა მხოლოდ ერთი წელი, შემდგომ ატომურ სადგურზე ავარიის შედეგად აქტიური აპარატურა გაიტანეს და დაამონტაჟეს ქალაქ ამურის „დუგა“-ზე. კომპლექსი იყო უზარმაზარი სამხედრო ნაწილი, რომელშიც იყო განთავსებული: თანამშრომლებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსები, ყაზარმა, სასადილო, საფეხბურთო მოედანი, სკოლა, მაღაზია, კლუბი, ქვესადგური, ცენტრალური შტაბი და რადიოცენტრი.

"დუგა" ქვემოდან

“დუგა” ქვემოდან

სამწუხაროდ, მხოლოდ ანძის დათვალიერება მოვასწარით და მინდა მოგიყვეთ მასზე. რადიოცენტრის ტერიტორიაზე დგას ორი ანძა. პირველი ანძის სიმაღლე შეადგენს 130 მეტრს და სიგრძე დაახლოებით 500 მეტრი, ხოლო მეორე ანძის სიმაღლე შეადგენს 150 მეტრს და სიგრძე დაახლოებით 300 მეტრი. დღესდღეობით პირველი ანძის ნაწილი გაძარცულია და ჩაბარებულია ჯართში. პერსპექტივაში დგას ამ კომპლექსის დემონტაჟი, მაგრამ ტურისტების რაოდენობის მატების შემდეგ ეგ საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდო. კომპლექსი მუშაობდა 3.26 დან 17.54 მდე მეგაჰერცის სიხშირეებზე და მოიხმარდა ათ მეგავატ ელექტროენერგიას. ობიექტის ღირებულებამ შეადგინა 700 მილიონი დოლარი. მუშაობის დროს ეთერში ანძა გამოსცემდა კაკუნის ხმას, რის გამოც ამერიკელებმა „დუგა“-ს „საბჭოთა კოდალა“ უწოდეს. ასევე ანძა იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრომაგნიტური გამოსხივებები, იგი 40 მილიონ ვატს ასხივებდა და მისი მუშაობის აქტივობა იგრძნობოდა დედამიწის თითქმის მთელ ზედაპირზე. ანძის კონსტრუქციისგან განვიცადე ტექნოგენური ორგაზმი. მზის სხივებში ის იყო მართლაც დიდებული.

"დუგა"-ს შუა სართულები

“დუგა”-ს შუა სართულები

ვუპოვეთ კიბე და დავიწყეთ ასვლა. მე ვიყავი სადღაც შუაში, პირველები ვინც წავიდნენ ბევრად გამასწრეს. ძალიან დავიღალე ასვლის დროს და ხშირად ვჩერდებოდი ამომესუნთქა. დაახლოებით 40 წუთი მოვუნდი 150 მეტრიან კონსტრუქციაზე ასვლას. სულ ზემოდან იშლებოდა არაჩვეულებრივი ხედი მთელს ჩერნობილის ზონაზე, ჩანდა პრიპიატი, ატომური ელექტრო სადგურის ექვსისვე ენერგობლოკი, ჩერნობილ -2 ის ტერიტორია და ცენტრალური საკონტროლო-გამშვები პუნქტი. მოვიარე მთელი პლატფორმა, გადავიღე უამრავი სურათი და გავუშვი ლაივი ჩემს ფეისბუკ გვერდზე.

"დუგა"-ს უმაღლესი წერტილი

“დუგა”-ს უმაღლესი წერტილი

ჩამოვჯექი ერთერთ აივანზე და ვუყურებდი დაისს. ამ მომენტში ჩემზე ბედნიერი ადამიანი არავინ იყო. ამ მომენტში ჩემთვის უკვე არ იყო მნიშვნელობა დაგვიჭერდა პოლიცია თუ არა, როგორ მივალ კიევამდე და საერთოდ არაფერზე ფიქრი არ მინდოდა. დაღამდა. ვარსკვლავებით სავსე ცა ხელის გულზე იყო. აცივდა. დავიწყეთ ჩასვლა. ანძაზე გაჭიმული ტროსები ქარის გამო მოძრაობდნენ და საინტერესო ხმებს გამოსცემდნენ. ამ მოვლენას „დუგა“-ს სიმღერა ვუწოდეთ.

ჩერნობილის ატომური სადგურის ექვსვივე ენერგობლოკი

ჩერნობილის ატომური სადგურის ექვსვივე ენერგობლოკი

რატომღაც მომინდა ამ ხმის ჩაერა და დავიწყე ფოტოაპარატის ამოღება ჩანთიდან. ამ პროცესში ჩანთიდან გადმომივარდა რადიაციის საზომი და ძირს დაეშვა. ამ წუთიდან რადიაციის წინაშე ვიყავი ბრმა. თუმცა იქ სადაც ვიყავით და სადაც უნდა გვევლო, რადიაციის დონე იყო ნორმის ფარგლებში. ანძიდან ჩამოსვლის თანავე დავიწყე დოზიმეტრის ძებნა და ნახევარ საათიანი ძებნის შემდეგ ვიპოვე. იგი მიწაში იყო დარჭობილი, ეკრანი გატეხილი იყო და არც ხმებს გასცემდა. ძალიან მეწყინა, რათა 120 ლარი გადავიხადე მაგაში და ბოლომდე ვიმედოვნე, რომ მისი შეკეთება იაფი დამიჯდებოდა. საბოლოო ჯამში ვიყიდე ახალი იგივე ფასში და საქართველოში ჩამოვიტანე.

"დუგა" ღამით

“დუგა” ღამით

დუგის მერე მოგვინდა რადიოცენტრის დათვალიერება. ის მართლაც დიდი იყო და კარგად შენახული. შიგნით უამრავი საბჭოთა ფრესკები იყო კედლებზე. გარშემო იყო უამრავი აპარატურა და სამართავი ბლოკები. იატაკის ქვეშ კაბელების კოლექტორი იყო ღია და გადაადგილებაში მაგრად ხელს გვიშლიდა. ბოლო სართულზე ერთერთ დარბაზში იყო ბანერები, სადაც შეერთებული შტატები #1 მტრად იყო გამოცხადებული და ეწერა თუ რა ცუდია კაპიტალიზმი. ვინც მანდ მუშაობდა ალბათ მართლაც ისე ფიქრობდნენ. ვერავინ წარმოიდგენდა ესეთ მასშტაბურ კატასტროფას. შენობიდან გამოვედით და ღამის „დუგა“-ს რამდენიმე სურათი გადავუღე. დავიძარით მიტოვებულ მეურნეობაში. სიმართლე გითხრათ სიბნელეში რამდენიმეჯერ დავიკარგეთ. ჩვენი ნივთები ხელუხლებელი იყო. შევიტანეთ ყველაფერი ერთ ოთახში, გავშალეთ საძილე ტომრები და დავიძინეთ. ოთახში საშინელი სუნი იდგა და აუტანელი იყო მანდ ყოფნა, თუმცა ისე მეძინებოდა, რომ მალევე გავითიშე

"დუგა"-ს რადიოცენტრი

“დუგა”-ს რადიოცენტრი

 


დღე 7 უკანა გზა და კიევში დაბრუნება


ძილში დამესიზმრა, რომ უკვე კიევში ვართ და გაღვიძების დროს აუტანელი იყო იმის გააზრება, რომ დაახლოებით 40 კილომეტრი უნდა გამევლო ჩემი ისედაც გაუბედურებული ფეთებით. იყო საღამოს 5 საათი, ვჭამეთ, ავიბარგეთ, მაქსიმალურად განვიტვირთეთ ჩანთები და დავიძარით კრუგზე, რათა მის სარდაფში წყალი აგვევსო. ერთ საათში დავტოვეთ „ჩერნობილ -2“-ის ტერიტორია და გავყევით მაღალი ძაბვის ხაზს. ეს იყო ყელაზე მარტივი გზა ჩერნობილის ზონიდან.

მაღალ ძაბვიანი ელექტრო გადამცემი ხაზი

მაღალ ძაბვიანი ელექტრო გადამცემი ხაზი

გზა იყო სწორი, გარშემო წიწვოვანი ტყე იზრდებოდა. პერიოდულად გვხვდებოდა მინდვრები. გზა იყო იმდენად სწორი, რომ ბოძები პერსპექტივაში გადიოდა და ბოლოში წერტილად იქცეოდა. რამდენიმე კილომეტრში გზაზე ჩემხელა ჭინჭარი იზრდებოდა და ხელები რომ არ დამესუსხა, ხელაწეული მივდიოდი. ბალახი იყო სველი. ფეხსაცმელი და შარვალი მქონდა სველი, რამაც განაპირობა ჩემი ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება, მტკიოდა კუნთი და საშინლად მეწვოდა მაზოლები ორივე ფეხზე. რამდენიმე საათში ერთხელ ვჩერდებოდით დასასვენებლად და საჭმელად.

ბნელდებოდა, ჩვენ კიდევ გრაფიკიდან ამოვვარდით რამდენიმე საათით. გზაში ლაპარაკით გავსკდით უკვე და სრულ სიჩუმეში მივდიოდით. შემდეგ გზიდან გადავუხვიეთ და მივედით მეტყევეების ბუნგალოებს. იგი იდგა მდინარის პირას და საკმაოდ მყუდრო იყო. პირველი რაც გავაკეთეთ, დავანთეთ კოცონი და დავიწყეთ ტანსაცმლის გაშრობა, თან ისე რომ უმეტესობა გადასაგდები გახდა. ბუნგალოში ვიპოვეთ კარტოფილი და სხა ბოსტნეული. დავიწეთ საჭმლის მზადება, ძალიან გვშიოდა.

ასევე ერთერთ ბუნგალოში ვიპოვეთ არაყი, რომელიც სიამოვნებით დავლიეთ. ორ საათში საბოლოოდ ავიბარგეთ და შარვლის და ბათინკის გარეშე გადავიარეთ მდინარე, რათა ეგ იყო უმოკლესი გზა. წინ გველოდა გაუვლელი მცენარეები, ჭაობები და რამდენიმეჯერ დავიკარგეთ კიდევაც. გზაზე ისევ გამოჩნდა მაღალი ძაბვის ხაზები. იქ ძალიან მაღალი დენი გადიოდა, რის გამოც ერთმანეთთან ხელის მოკიდების დროს ნაპერწკლებს ვყრიდით. რამდენიმე საათში ხაზები დამთავრდა, ასევე დამთავრდა ტყეც. იყო მინდორი, რომელიც ხელოვნურად იყო გადათხრილი და ძალიან გვაფერხებდა.

ეგ გაკეთდა იმისათვის, რომ სტალკერებს ბევრი დრო დაეკარგათ და ადვილად დასაჭერები გახდნენ. მოკლედ გადავიარეთ ეგ „ჯოჯოხეთის“ მინდორი და მარცხნიდან დავინახე ცენტრალური საკონტროლო გამშვები პუნქტი „დიტიატკი“, ის კარგად განათებული იყო. წინ გველოდებოდა მავთულხლართები, რომლებიც წარმატებით გადავჭერით და გამოვედით ჩერნობილის ზონიდან. მაგრამ მე მაინც ვნერვიულობდი.

ავტობუსის გაჩრება "დიტიატკები"

ავტობუსის გაჩრება “დიტიატკები”

უკვე თითქმის გათენდა და ჩვენ საკმაოდ კარგად ვჩანდით მზესუმზირის ველზე. დიდი წრე დავარტყით და შემოვუარეთ გამშვებ პუნქტს, მივუახლოვდით კიდევაც. შესასვლელთან რამდენიმე ჯავშანმანქანა იდგა, რისთვის ვერ გავიგეთ. გავიარეთ რამდენიმე კილომეტრი და სამხედრო ტანსაცმელი სამოქალაქოთი ჩავანაცვლე. ის კი უახლოეს ურნაში ჩავაგდე. გზაზე უკვე აღარ გვეშინოდა მანქანების, თუმცა მაინც ვფრთხილობდით, ვინაიდან აშკარად ჩანდა ვინები ვართ და საიდანაც მოვდიოდით. დილა იყო საშინლად ციცი ის განსაკუთრებით იგრძნობოდა სველ ტანსაცმელში. თავი შევაფარეთ ავტობუსის გაჩერებას. იყო დილის 5 საათი, ხოლო პირველი სამარშრუტო ტაქსი ექვსის ნახევარზე გადიოდა. უმეტესობას სამსახურში მისვლა უწევდა, ამიტომაც ვფრთხილობდით არ გაგვემაზა ტრანსპორტი. სამარშრუტო ტაქსში დაჯდომის თანავე გავითიშე. კიევში ავტოსადგომზე ვიყიდეთ შაურმა და კიდევ უამრავი გემრიელობები. გოგოებმა იყიდეს ტორტი და შეიკის კოქტეილები. დაიწყო სმაჭამა და გულავი კიევის ერთერთ პარკში. აღვნიშნავდით სრულყოფილ ლაშქრობას და ჩემს გასტალკერებას.

 

ყველას დიდი მადლობა, ვინც ეს პოსტი წაიკითხა. ამ ლაშქრობის ვიდეობი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს YOUTUBE არხზე, სულ არის 5 სერია. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. ასევე FACEBOOK და INSTAGRAM გვერდები. სადაც ნახავთ უამრავ საინტერესო მასალებს ჩემს ურბანულ ლაშქრობებიდან.

მეორე ლაშქრობა ჩერნობილში

 

 


ავტორისგან


შთაბეჭდილებებით სავსე მივედი სახლში და ჩავუჯექი სოციალურ ქსელებს. ვიყავი უბედნიერესი ადამიანი, რათა ავისრულე დიდი ხნის ოცნება და საქართველოდან გავხვდი პირველი, ვინც ჩერნობილის ზონა ყოველგვარი ექსკურსიის გარეშე დაათვალიერა.

ეს ბლოგი დაიწერა ლაშქრობიდან ნახევარ წელიწადში.

– იძახიან, რომ ჩერნობილის ზონა იზიდავს.

– დიახ, მასეა, თუ კი ერთხელ მაინც მოხვდები მანდ, აუცილებლად გექნება სურვილი დაბრუნდე.

– რატომ? შემეკითხებით

– ვერ გაიგებთ სანამ თავად არ მოხვდებით…..

Related Posts

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *