ზოგადი

20 რჩევა მიწისქვეშა ფოტოსურათის გადასაღებად

ამ ბლოგში მინდა მოგიყვეთ ფოტოგრაფიაზე მიწისქვეშეთში და მოგცეთ 20 რჩევა, თუ როგორ გადაიღოთ დაუვიწყარი ფოტო მღვიმეში, გვირაბში, ბუნკერში და ასე შემდეგ

 

მოდით გავიგოთ, თუ როგორ გადავიღოთ სურათი სრულ სიბნელეში:

 

1. პირველ რიგში ჩვენ დაგვჭირდება DSLR ან Mirorless ტიპის ფოტოკამერა. შემდეგ აუცილებელია ფართე კუთხის მქონე ობიექტივის გამოყენება. ეს შეიძლება იყოს 10მმ საფოკუსე მანძილის მქონე ობიექტივი

 

 

 

 

 

2. შემდეგ კამერაზე უნდა ავირჩიოთ M (MANUAL) გადაღების რეჟიმი, სადაც ჩვენ ყველა პარამეტრს დავაყენებთ სურვილის შესაბამისად

 

 

 

3. გამოიყენეთ შტატივი ან რაიმე მყარი ზედაპირი

 

 

 

 

 

 

 

4. აუცილებლად გამოიყენეთ MANUAL ფოკუსი, სიბნელეში ავტოფოკუსი ხშირ შემთხვევაში ვერ იმუშავებს. გაანათეთ სასურველი ობიექტი და ხელით დააფოკუსეთ თქვენი ობიექტივი სასურველ შედეგამდე

 

 

 

 

 

5. კამერის პარამეტრებში დააყენეთ ISO-ს ყველაზე დაბალი პარამეტრი, ხშირად ეს არის 100. ამით თავს აარიდებთ ფოტოში ე.წ. ხმაურის გამოჩენას, თუმცა პარალელურად  მკვეთრად გაზრდით დაყოვნებას

 

 

 

 

 

6. დიაფრაგმა ანუ f დააყენეთ ყველაზე დაბალ პარამეტრზე. (გახსენით დიაფრაგმა ბოლომდე). უმეტესობა ობიექტივზე ეს პარამეტრი შეადგენს 4-ს

 

 

 

 

 

7. დაყოვნება. ამ პარამეტრის სწორად დაყენება უცნობ სივრცეში პირველივე ცდიდადან პრაქტიკულად შეუძლებელია. ფოტოაპარატებში ეს პარამეტრი ხშირად მერყეობს 1/8000 წამიდან 30 წამამდე. რას ნიშნავს ეს: ფოტოაპარატის მატრიცა, ღილაკის დაჭერის შემდეგ იხსნება წამის 1/8000-ით, ან 30 წამით. უფრო კარგ და ძვირიან კამერებს აქვთ ე.წ. BULB რეჟიმი, სადაც მატრიცა იხსნება ნახევარი საათით. როდესაც მატრიცა არის ღია, იგი აფიქსირებს ნებისმიერ შუქს, რომელიც ხვდება ობიექტივში და შესაბამისად იქმნება გამოსახულება, და რაც უფრო დიდი ხნით არის იგი გახსნილი, მით უფრო მეტი შუქი ხვდება მატრიცაზე და სურათი უფრო ღია და დეტალური გამოდის. საშუალოდ მიწისქვეშა ობიექტებზე გამოიყენება დაყოვნება 30 წამიდან 3 წუთამდე. ფოტოაპარატი უნდა იდგეს გაუნძრევლად. ხშირად სურათის გადაღების დროს ღილაკზე დაჭერამ შეიძლება გამოიწვიოს ფოტოაპარარის რყევა და კადრი კადრის გაფუჭება. ამიტომ გამოიყენეთ ტაიმერი ან პულტი

 

8. შუქი. როდესაც ვიღებთ ღამის პეიზაჟს, გვინდა თუ არა, გარმოდან შუქი მაინც გვინათებს სივრცეს. ეს არის ვარსკვლავები, მთვარე,გარე განათების ბოძები და უბრალოდ დიდი ქალაქის ნათება ცაში. ყველაფერი ეს არის საკმარისი, რომ გაგვინათოს ობიექტი. როდესაც ჩვენ ვიმყოფებით მიწისქვეშ, იქ ბუნებრივი შუქი ვერ აღწევს და ჩვენ გვიწევს მანათობელი მოწყობილობების გამოყენება, რათა გავანათოთ სასურველი სივრცე ან ობიექტი

 

 

 

9. FLASH. არასოდეს გამოიყენოთ მაშუქი მღვიმეებში და სხვა მიწისქვეშა ობიექტებში. მაშუქით გადაღების დროს ფოტო გამოდის უფერული და ბრტყელი. ასევე კადრში გამოჩნდება უამრავი თეთრი ლაქა, რომელიც არის მაშუქის შუქის ანარეკლი, ჰაერში დაგროვებული ორთქლის წვეთებისგან

 

 

 

 

10. კომპოზიცია. ყოველთვის ეცადეთ განათება ისე დააყენოთ, რომ იგი პირდაპირ არ ხვდებოდეს ობიექტივში. ნებისმიერი პირდაპირი შუქი გააფუჭებს კადრს. შუქის სხივი უნდა ხვდებოდეს კედელს ან რაიმე ობიეტს, რათა ფოტოაპარატმა შეძლოს ობიექტის ზღვარის აღქმა

 

 

 

 

 

11. შეგიძლიათ გამოიყენოთ კონტრ-შუქი, რათა ხაზი გავუსვათ ამა თუ იმ ობიექტს ან ადამიანს. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ ორი ადამიანი: პირველი, ვინც დადგება ობიექტის უკან და გაანათებს ფოტოაპარატის მიმართულებით, ხოლო მეორე დააჭერს ღილაკს, გაასწორებს პარამეტრებს და რაკურსს. ამ დროსაც დაუშვებელია შუქის პირდაპირი მოხვედრა ობიექტივში

 

 

 

12. გამოიყენეთ ფერადი ფანრები, ფერების თამაში მკვეთრად ზრდის სურათის მიმზიდველობას

 

 

 

 

 

 

13. ეცადეთ გამოიყენოთ თბილი ნათების LED განათება ან აალებადი მანათობლები: მაგალითად სანთელი

 

 

 

 

 

14. ადამიანის გადაღებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი მოძრაობა, თუნდაც 1 სანტიმეტრით გამოიწვევს დაბინდვას. თუ ადამიანი ვერ ჩერდება გაუნძრევად დიდი ხნის მანძილზე, მაშინ აუწიეთ ISO-ს და დაუკელით დაყოვნებას

 

 

 

 

 

15. თუ თქვენ ერთ კადრში ვერ ასწრებთ სასურველი სივრცის გადაღებას ან სასურველი ეფექტის მიღებას, გაანაწილეთ განათებული სივრცეები რამდენიმე კადრში. ანუ ნახევარი მღვიმე ან დარბაზი გადაიღეთ ერთ კადრში ხოლო მეორე სხვა კადრში, შემდეგ არის შესაძლებელი ამ ორი სურათის ერთში გაერთიანება და სრული განათების ეფექტის მიღება. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში ფოტოაპარატის გადაადგილება, თუნდაც 1 მილიმეტრით დაუშვებელია! 

 

 

 

16. გამოიყენეთ აალებადი ბამბა, უსადენო საახალწლლო ნაძვისხის მანათობლები, მოკლედ იყავით კრეატიულები. ნებისმიერი ფოტოსურათი, რომელსაც თქვენ გადაიღებთ მსგავსი მეთოდით იქნება უნიკალური

 

 

 

 

 

 

17. გადაღბისას აუცილებლად დაფარეთ ოკულარი (ის ადგილი, სადაც თვალით იხედებით) რათა ის შუქი, რომელიც არის უკან არ მოხვდეს მატრიცას და არ გაგიფუჭოთ კადრი

18. მაღალი ტენიანობის დროს ეცადეთ არ ისუნთქოთ ფოტოაპარატთან ახლოს, ზოგადად მოარიდეთ ყველაფერი თბილი იმ ადგილას, სადაც დგას ტექნიკა. ტემპერატურის ცვლილებას შეუძლია დაგიორთქლოთ ლინზები, როგორც ზედაპირულად, ასევე სიღრმესეულად, რაც რამდენიმე საათით გადაღებებს გახდის შეუძლებელს

19. მიწისქვეშიდან ამოსვლამდე აუცილებლად გამორთეთ ფოტოაპრატი და არ ჩართოთ იგი გარკვეული დროს პერიოდში. ტემპერატურის ცვლილებისას შიგნით დაგროვდება კონდენსატი, რომელიც გამოიწვევს ფოტოაპარატის ელექტრონიკის დაზიანებას

20. წყლის განათებისათვის მოათავსეთ ფანარი ისე, რომ წყალი მას მთლიანად ფარავდეს, ეს მისცემს მიწისქვეშა მდინარეს გარკვეულ მისტიურობას


ყველას დიდი მადლობა, ვინც ეს პოსტი წაიკითხა. ამ ლაშქრობის ვიდეობი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს YOUTUBE არხზე. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. ასევე FACEBOOK და INSTAGRAM გვერდები. სადაც ნახავთ უამრავ საინტერესო მასალებს ჩემს ურბანულ ლაშქრობებიდან.

Related Posts

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *