ზოგადი

რა არის ურბანული ტურიზმი? ვინ არიან სტალკერები, დიგერები და რუფერები?

საქართველოში სხვადასხვა მიტოვებული ან ნაკლებად ტურისტული ობიექტების დათვალიერების დროს ხშირად ვაწყდებით ადამიანებს, ვინც ვერ ხვდება ჩვენი მანდ ყოფნის მიზანს და აზრს. მსგავსი გაკვირვება ხშირად სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებშიც ჩანს. ამ სტატიაში მინდა გიამბოთ ურბანულ მკვლევარებზე, დიგერებზე, სტალკერებზე, რუფერებზე და სხვა დღემდე ნაკლებად ცნობილი გატაცების მქონე ადამიანებზე.

ქ. წყალტუბო 2017 წელი. სანატორიუმი "ივერია"

ქ. წყალტუბო 2017 წელი. სანატორიუმი “ივერია”

მსოფლიოში ურბანული ტურიზმი როგორც სახეობა უკვე დიდი ხანია არსებობს და დღიდან დღემდე უფრო პოპულარული ხდება. ურბანული ტურიზმის ობიექტებად ხდება საქალაქო ინფრასტრუქტურის ელემენტები, რომლებიც დიდად არავის აინტერესებს და ჩვეულებრივი ტურისტებიც მანდ არ დადიან. აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ მსგავსი ადგილების დამთვალიერებლების უმეტესობა არიან ახალგაზრდა და გამბედავი პიროვნებები.

პრიპიატი 2017 წელი

პრიპიატი 2017 წელი

შოვი 2019 წელი

შოვი 2019 წელი

პრიპიატის სტელა 2018 წელი

პრიპიატის სტელა 2018 წელი

სასურველი ობიექტები მათთვის არის მიტოვებული და უფუნქციო შენობა-ნაგებობები, როგორებიცაა, საავადმყოფოები, სამხედრო ნაწილები, საბავშვო ბანაკები, მიტოვებული დაუმთავრებელი მშენებლობები, სოფლები, მიტოვებული ქალაქები (მაგალითად პრიპიატი) და სხვა. მსგავსი ადგილების დამთვალიერებლები საკუთარ თავს სტალკერებს უწოდებენ. მათთან ერთად ხშირად იკვეთებიან დიგერებიც. ისინი მიწისქვეშა ობიექტების დათვალიერებით არიან დაკავებული. მათი ინტერესის სფერო მეტროთი, მიწისქვეშა გვირაბებით, კოლექტორებით და ბომბ საწინააღმდეგო თავშესაფრებით შემოიფარგლება.

ბუდაპეშტი 2019 წელი

ბუდაპეშტი 2019 წელი

ლვოვი 2018 წელი

ლვოვი 2018 წელი

კიევი 2019 წელი

კიევი 2019 წელი

ორივე სუბკულტურას აქვს თავისი დაწერილი და დაუწერელი კანონები, ტრადიციები და უსაფრთხოების წესები. ზემოთ აღწერილი რიგ ობიექტების დათვალიერება საკმაოდ სახიფათოა, როგორც იურიდიული თვალსაზრისით, ასევე ფიზიკურითაც. არავინ არის დაზღვეული მოიტეხილობისგან ან არასანქცირებულ ობიექტზე შესვლის გამო სასამართლოში ამოყოს თავი. ამიტომაც ხალხის ეს ჯგუფი საკმაოდ მაღალი დისციპლინით და სიფრთხილით გამოირჩევა.

სიტყვა „სტალკერი“ პირველად იხსენიება სტრუგაცკების მოთხრობაში „პიკნიკი გზის პირას“ (1971წ.). სტალკერები, იჭრებოდნენ სიცოცხლისთვის საშიშ დაცულ ტერიტორიებზე, ტექნოგენური კატასტროფის ობიექტებზე, რათა ეპოვათ არამიწიერი წარმოშობის უნიკალური ძვირფასი არტეფაქტები. მოგვიანებით ასე უწოდებდნენ მეცნიერ-მკვლევართა მცირე ჯგუფს, რომელიც რისკავდა საკუთარი სოცოცხლის ფასად ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკის სარკოფაგში შესვლას, ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიისა და ლიკვიდაციის ფაქტების კვლევის მიზნით. უფრო მოგვიანებით ასე უწოდეს ჩერნობილის გაუცხოების ზონის ყველა მკვლევარს. „დიგერობა“ და „სტალკერობა“ არის გატაცება, რომელიც სუბკულტურად ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. არსებობდა „პიკნიკი გზის პირას“ გამოცემამდეც, მაგრამ მას არ ჰქონია რაიმე დასახელება.

ბუდაპეშტი 2019

ბუდაპეშტი 2019

სტალკერების პირველი ორგანიზებული ჯგუფები შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დროს, ე.წ. „ნაფეხურების მაძიებლების“ და „შავი მეძებრების“ (მეორე დასახელება „შავი მთხრელები“) პარალელურად, რომლებიც სპეციალიზებული იყვნენ მეორე მსოფლიო ომის ობიექტებზე. 90-იან წლებში, სტალკერების და დიგერების სუბკულტურის ჩამოყალიბების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დიგერების და სტალკერების პრინციპები ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან და ხშირად შეუძლებელია მათ შორის მკვეთრი ზღვარის გავლება. ამგვარად სტალკისა და დიგის სუბკულტურები ერთმანეთს შეერწყა და ამჟამად მათი მკვეთრი გამიჯვნა პრაქტიკულად შეუძლებელია. დღეს დღეობით მათ ურბანულ მკვლევარეებს ან ურბანულ ტურისტებად ახსენებენ.

წყალტუბო 2018 წელი

წყალტუბო 2018 წელი

არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოდაში შევიდა ისეთი მოვლენა, როგორც ზაცეპინგი ( კატაობა მატარებლის სახურავზე ან ელექტრო გადაბმაზე), ამწეკრანის თავზე პოზირება, სახურავის და სხვა მაღალი ობიექტების წვერზე რაიმე აკრობატული ელემენტების ჩვენება, რომლის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ ყურადღების მიქცევა და მარიაჟი. მსგავსი შემთხვევები ხშირ შემთხვევაში სავალალოა და მედიის ობიექტივშიც ხშირად ხვდება, რის გამოც საზოგადოებას ჰგონია, რომ ყველა „მოძრომიალე“ ადამიანები ერთნაირები არიან.

       თუმცა ეს ეგრე არ არის. დიგერების, სტალკერების და სხვა ახალგაზრდული მიმდევრობის საზოგადოების ერთმანეთში არევა არის არაკორექტული და სრულიად უსაფუძვლო. მათ შორის არის ფუნდამენტური სხვაობა.

ხაშურის ბოთლების ქარხანა 2017 წელი

ხაშურის ბოთლების ქარხანა 2017 წელი

სტალკერები და დიგერები მკაცრად იცავენ ყველა დაწერილ ან დაუწერელ უსაფრთხოების წესებს, რომლებიც აქვთ შემუშავებული ან მიღებული სხვა გამოცდილ ადამიანებისგან. ზაცეპერებს და რუფერებს უსაფრთხოება უშლის ლაიკების დაგროვებაში და ხშირად მათი სახეები იცვლება სეზონიდან სეზონამდე. ამას სტატისტიკაც კარგად აჩვენებს.

ჩერნობილის ზონა 2017 წელი

ჩერნობილის ზონა 2017 წელი

ცნობადობა როგორც წესია, გამორიცხავს უსაფრთხოებას. ხოლო სტალკერების და დიგერების უმეტესობა კადრის მიღმა ყოფნას ირჩევს და მათთვის კვლევა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ლაიკების რაოდენობა სოციალურ ქსელებში.

სტალკერები და დიგერები უმეტეს წილად ზრდასრული ადამიანები არიან, მათ გაჩნიათ სერიოზული სამსახური და ოჯახებიც. ხოლო რუფერების და ზაცეპერების უმეტესობა ხშირ შემთხვევაში სკოლის მოსწავლეები ან უნივერისტეტების დამწყები კურსების სტუდენტები არიან. მათი მიზანია ერთმანეთს შეეჯიბრონ თუ ვინ უფრო სახიფათო მოქმედებას გააკეთებს და ვის ვიდეოს უფრო მეტი ხალხი ნახავს.

კიევი 2017 წელი

კიევი 2017 წელი

ჩერნობილის ზონა 2018 წელი

ჩერნობილის ზონა 2018 წელი

კიევი 2018 წელი

კიევი 2018 წელი

სტალკერები და დიგერები ობიექტების დასათვალიერებლად ყოველთვის დადიან ჯგუფით. ორი ან მეტი კაცი. ვინაიდან უბედური შემთხვევისგან არავინ არის დაცული. ყოველთვის გჭირდება დამხმარე, ვინც სასაწრაფო-სამაშველო ჯგუფს გამოიძახებს მაინც. ობიექტებზე უმეტეს წილად ფიჭური კავშირი მიუწვდომელია და ამის გამო დიგერები და სტალკერები იყენებენ რაციას. „ცნობადი“ საზოგადოების წარმომადგენლები მსგავს ადგილებში დადიან მარტო, ყველა უსაფრთხოების წესების დარღვევით. ხშირ შემთხვევაში, იმიტომ, რომ დაამყარონ „თავისიანებში“ რეკორდი და არ გაუზიარონ ერთმანეთს ობიექტის ადგილმდებარეობა. რათქმაუნდა არიან ისეთი რუფერები, ვინც ადის სიმაღლეებზე რაიმე რისკის გარეშე, იგი უბრალოდ ტკბება ხედებით და იღებს ქალაქის სურათებს. თუმცა ამ კატეგორიის ხალხი ისევ სტალკერების ან დიგერების ჯგუფს ეკუთვნის.

არსებობს ურბანული მკვლევარების უსაფრთხოების წესების ზოგადი ჩამონათვალი:

  • გარეშე პირმა უნდა იცოდეს სად მიდიხართ, როდის მიდიხართ და როდის დაბრუნდებით, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად მოხდეს მაშველებთან დაკავშირება.
  • ჯგუფი უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი ადამიანისგან.
  • ჯგუფის ყველა წევრს უნდა ქონდეს ფანარი სათადარიგო ელემენტებით, ან/და დამატებითი ფანარი.
  • ჯგუფის ყველა წევრი უნდა იყოს ფხიზელ მდგომარეობაში.
  • იკრძალება ობიექტზე ცეცხლის დანთება, სიგარეტის მოწევა და ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება
  • იკრძაება ობიექტზე ვანდალური მოქმედებებიც ჩადენა
  • იკრძალება ობიექტის ან/და ობიექტზე შესასვლელი გზის ზუსტი კოორდინატების გამჟღავნება უცხო პირებისათვის
  • სასურველია ჯგუფის ერთმა წევრმა მაინც იცოდეს ალპინისტური აღჭურვილობის გამოყენება.
  • სასურველია ჯგუფის წევრებს ჰქონდეთ კარგი ფიზიკური მომზადება.
  • სასურველია ჯგუფის წევრებს ჰქონდეთ რაციები, არანაკლებ 1 ცალი ჯგუფზე
  • კლაუსტროფობიის, სიბნელის და სიმაღლის შიშის მქონე ადამიანებს ვურჩევდით თავი შეეკავებინათ ამ საქმიანობისგან.

მოინახულეთ ადგილები უსაფრთხოდ, ნუ აყვებით ლაიკების რაოდენობას სოციალურ ქსელებში. ვირუსული ვიდეო და ეფექტური სელფი, შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს


ურბანული ტურიზმი როგორც განტვირთვის ერთერთი წყარო


ბევრი ადამიანი ხსნის სტრესს ამა თუ იმ გასართობ დაწესებულებებში. ზოგი ალკოჰოლს და მსუბუქ ნარკოტიკს მოიხმარს. ვიღაცას ლაშქრობა და ტყეში სიარული მოსწონს. გარკვეულ საზოგადოებისათვის კი ხელოვნებაა მთავარი დამაწყნარებელი. ზოგს ექსტრემალური სპორტი მოსწონს. მაგალითად ჯომარდობა, რალი ან პარაშუტიდან გადმოხტომა. ხოლო ზოგს მიტოვებულ ადგილებში ყოფნა ურჩევნია გადავსებულ ქუჩის ნაცვლად.

საქმე იმაშია, რომ ურბანული ტურისტები იმ ხალხის კატეგორიიდან არიან, ვინც სასტიკად დაიღალა ხალხმრავლობისაგან და დიდი ქალაქებისგან. მსგავსი აზროვნება ხშირად სოციოფობებს და სოციოპატებს ახასიათებს. მათთვის ფიქრი, მუშაობა და კრეატიულობა უფრო მარტივია მიწისქვეშ მიტოვებულ გვირაბში ან რამე მიტოვბულ ქალაქში ვიდრე კაფეში ან პარკში. საქმე იმაშია, რომ მსგავს ადგილებში ადამიანების რაოდენობა კვადრატულ მეტრზე ნულთან ახლოსაა და არავინ შეგაწუხებს, როდესაც ხარ ჩაფიქრებული ან წიგნს კითხულობ. თუ არ გეშინია რაიმე პარანორმალრის, მაშინ თავს საკმაოდ კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობ. ხანდახან შეიძლება შენნაირი ადამიანი შეგხვდეს, რომელიც ასევე ცდილობს დაისვენოს ხმაურიანი ქალაქისგან.

მსგავს ადგილებში შენ შეგიძლია დაათვალიერო უამრავი საინტერესო საგანი და ეცადო ახსნა თუ რა იყო იქ შენამდე ათეულობით წლის წინ. შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა და აკეთო ის რაც გინდა და არ გეშინოდეს იმის, რომ ვიღაცა გაგაკრიტიკებს და ცუდად შემოგხედავს. თუ კი მსგავს ადამიანს შეხვდებით სადმე მიტოვებულ ადგილში, ის სიამოვნებით გაგესაუბრებათ და რამე საინტერესოს მოყვება. ჩვეულებრივ ცხოვრებაში კი მათთან კონტაქტის დამყარება საკმაოდ ძნელია.


ყველას დიდი მადლობა, ვინც ეს პოსტი წაიკითხა. არ დაგავიწყდეთ ჩვენიYOUTUBEარხის გამოწერა. ასევე FACEBOOK და INSTAGRAM გვერდები. სადაც ნახავთ უამრავ საინტერესო მასალებს ჩემს ურბანულ ლაშქრობებიდან.

Related Posts

One thought on “რა არის ურბანული ტურიზმი? ვინ არიან სტალკერები, დიგერები და რუფერები?

  1. დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისათვის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *